ცნობილია, რომ ხალხი ნერვული დაძაბულობის გადალახვას ცდილობს გემრიელი საკვების მეტი მოხმარებით. ამ მხრივ, ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს შემწვარი კარტოფილი და «ჩიფსები», ასევე, სხვა პროდუქტი მარილის მაღალი შემცველობით, მაგალითად, მარილიანი თხილი.
ცინცინატის უნივერსიტეტის ექსპერტის პროფესორ კრაუზეს თქმით, მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ სხეულში მარილის შემცველობის ზრდით მცირდება სტრესის ჰორმონების გამოყოფა, ხოლო ოქსიტოცინის დონე, პირიქით, მატულობს.
ოქსიტოცინს სიყვარულის ჰორმონს უწოდებენ. ამ ჰორმონის გამომუშავებისას ადამიანი უფრო მეტი სიმპატიით განეწყობა გარშემომყოფთა მიმართ.
სისხლში მარილის მაღალი შემცველობის მქონე ექსპერიმენტული მღრღნელების თავის ტვინის სტრესზე პასუხისმგებელი უბანი, არ ავლენდა ისეთ ინტენსიურ აქტივობას, როგორც სხვა, ჩვეულებრივ პირობებში მყოფი ცხოველების შემთხვევაში.
dr20.ru
http://dr20.ru
2011.04.19