მკვლევართა აზრით, გარკვეულ ვიტამინური დანამატები უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
მილიონობით ადამიანი ბეტა-კაროტინს, A და E ვიტამინებს იღებს როგორც ანტიოქსიდანტურ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ რიგი საშიში დაავადებების განვითარების რისკს. ჩატარებული კვლევების საფუძველზე კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ სინამდვილეში ზ.ა. პრეპარატები არა თუ ახანგრძლივებენ, არამედ ამცირებენ სიცოცხლის ხანგრძლივობას.
მეცნიერთა თქმით, დეტალური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ სიკვდილის რისკი ბეტა-კაროტინის მოხმარების შემთხვევაში იზრდებოდა 7%-ით, A და E ვიტამინების შემთხვევაში - შესაბამისად 16% და 4%-ით. სელენიუმისა და C ვიტამინის მომხმარებელთა შორის არანაირი ცვლილებები არ აღინიშნებოდა სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კვლევის მოულოდნელი შედეგების მიზეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს ქსოვილებსა და უჯრედებში ანტიოქსიდანტების მიერ თავისუფალი რადიკალების შებოჭვის უნართან, რაც შეიძლება ნეგატიურად მოქმედებდეს ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი სისტემების მუშაობაზე.
მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ ზ.ა. შედეგები ეხება მხოლოდ ბიოდანამატებს, რომლებიც შეიცავენ ანტიოქსიდანტებისა და ვიტამინების ჭარბ კონცენტრაციას და არავითარი ეჭვის ქვეშ არ დგას საკითხი ამავე ნივთიერებებით მდიდარი მცენარეული საკვების სარგებლიანობის შესახებ.
http://news.bbc.co.uk
2007.03.12