ბევრი ადამიანი დილას ყავითა და ბუტერბროდით იწყებს. გელფის უნივერსიტეტის მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული კომბინაცია კრიტიკულ დარტყმას აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი და დაადგინეს, რომ ყავის დალევა ცხიმიანი ან სწრაფი კვების საკვების მიღების შემდეგ იწვევს ჯანმრთელი ადამიანის სისხლში შაქრის მატებას დიაბეტით დაავადებულთათვის დამახასიათებელ მაჩვენებლამდე, იტყობინება The Globe and Mail.
ცნობილია, რომ ცხიმიანი პროდუქტები შაქრის დონის სწრაფი ზრდის პროვოცირებას უწყობს ხელს, ხოლო როგორც უკანასკნელი კვლევით აღმოჩნდა, აღნიშნული პროდუქტების ყავასთან კომბინირება აორმაგებს ნეგატიურ ეფექტს. ნაჯერი ცხიმები ხელს უშლის შაქრის სისხლიდან გატანას. ყავის მოხმარება, საჭმლის მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაშიც კი, უფრო ამძიმებს პროცესს. ანუ, ცხიმიანი საკვების ეფექტის შენარჩუნება საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე ხდება.
მკვლევარებმა მოხალისეებს დაალევინეს ცხიმიანი სასმელი და ექვსი საათის შემდეგ თხოვეს მიეღოთ საკვები ტკბილ სასმელთან ერთად. ამ დროს, ჩვეულებრივ, სხეული იწყებს ინსულინის გამომუშავებას, რომ მოხდეს სისხლიდან შაქრის მოცილება. მაგრამ ცხიმიანი სასმელის მომხმარებლებისთვის სისხლში შაქრის დონე 32%-ით მეტი აღმოჩნდა იმ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომელშიც ცხიმიანი პროდუქტების მოხმარებას არ ჰქონდა ადგილი.
ექსპერიმენტის მეორე ნაწილში მკვლევარებმა მოხალისეებს დაალევინეს ორი ჭიქა ყავა ცხიმიანი და ტკბილი სასმელების მიღებიდან ექვსი საათის შემდეგ. გაზომვებმა აჩვენა, რომ შაქრის დონე 65%-ით მეტი იყო საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სისხლში შაქრის ხანგრძლივი დროის მანძილზე დაყოვნება საზიანოა ჯანმრთელობისთვის და ამიტომ ურჩევენ ადამიანებს, რომ თავი შეიკავონ ყავისა და ცხიმიანი საკვების ერთად მოხმარებისგან.
http://www.meddaily.ru
2011.04.04