logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ძილის ნაკლებობა წონის მატებას უწყობს ხელს

კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ძილის რეგულარული ნაკლებობა სერიოზულად ზრდის ზედმეტი წონის დაგროვების რისკს.
კვლევაში მონაწილეობდა 30-45 წლის 13 ქალი და 13 მამაკაცი. ყველა მათგანს კვლევის დასაწყისში ნორმალური წონა ჰქონდა, ხოლო ძილის ხანგრძლივობა 7-9 საათით განისაზღვრებოდა. კვლევა ორ ეტაპად ჩატარდა – თითოეული 6 დღის ხანგრძლივობით. პირველ ეტაპზე კვლევის მონაწილეებს ეძინათ 9 საათი, ხოლო მეორე ეტაპზე – მხოლოდ 4 საათი.
მათ არ აძლევდნენ დილით დაძინების უფლებას და ისინი იმყოფებოდნენ მუდმივი დაკვირვების ქვეშ. პირველი ოთხი დღის განმავლობაში მონაწილეები ერთნაირად იკვებებოდნენ სპეციალურად შემუშავებული რაციონის მიხედვით, ხოლო მეხუთე დღიდან მათ მიეცათ საშუალება ეჭამათ ყველაფერი, რასაც მოინდომებდნენ.
გაირკვა, რომ ძილის ნაკლებობის ფონზე ისინი მოიხმარდნენ უფრო მეტ კალორიებს:
ქალები – ყოველდღიურად 329 კალორიით, ხოლო მამაკაცები – 263 კალორიით მეტს. ამავე დროს, ქალები 31 გ-ით მეტ ცხიმს მიირთმევდნენ, ვიდრე ნორმალური ძილის დროს. მამაკაცებში ცხიმის მოხმარების მიხედვით ცვლილებები არ აღინიშნა.
გარდა ამისა, გამოუძინებელი მონაწილეებისთვის ყველაზე საყვარელი საჭმელი აღმოჩნდა ნაყინი, ხოლო მეორე ადგილი დაიკავა “სწრაფი კვების” საკვებმა.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ძილის ნაკლებობა მოქმედებს თავშეკავების უნარზე და აღნიშნულ მდგომარეობაში ადამიანები ვეღარ უმკლავდებიან ცხიმიანი საკვების ცდუნებას.
კვლევამ დაადასტურა კავშირი ძილსა და სიმსუქნეს შორის. მეცნიერთა თქმით, ადამიანების მიერ ძილის ნაკლებობის ფონზე გაკეთებული პროდუქტების არჩევანი ხელს უწყობს სიმსუქნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას რისკის ზრდას.
აქედან გამომდინარე, ნორმალური წონის შენარჩუნებისათვის უნდა ეცადოთ მოიწესრიგოთ ძილი საჭირო ხანგრძლივობით.

http://Abbottgrowth.ru

2011.03.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006