ინგლისელმა ექსპერტებმა ჰარვარდის სამედიცინო სკოლიდან გამოარკვიეს, რომ თევზის ერთი ან ორი პორცია კვირაში მნიშვნელოვნად ამცირებს ასაკობრივი მაკულარული დისტროფიის განვითარების რისკს. საქმე მასში შემავალ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავეებშია, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ისეთ ცხიმიან თევზში, როგორიცაა დაკონსერვებული ორაგული ან თინუსი.
სამეცნიერო სამუშაოს წამყვანი ავტორმა, დოქტორმა უილიამ კრისტენმა ჰარვარდის სამედიცინო სკოლიდან განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე სასარგებლოა სკუმბრიის ჯიშის თევზები. ყველასთვის ცნობილია, რომ ასობით ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად კარგავს მხედველობას, რისი მიზეზიც არის უჯრედების სიკვდილი მაკულაში, რომელიც ბადურის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ამ ელემენტის დეგენერაციის დროს ადამიანის მხედველობის ველში წარმოიქმნება შავი ლაქა, რომელიც მუდმივად იზრდება ზომაში.
დედამიწის მოსახლეობის დაბერების კვალდაკვალ ასაკობრივი მაკულარული დისტროფიის მკურნალობის აქტუალობა მატულობს. სპეციალისტებმა ჰარვარდიდან გადაწყვიტეს ეპოვნათ უნივერსალური საშუალება. მათ გაანალიზეს სხვა კვლევის მონაცემები, რომელშიც მონაწილობდა 38 000-ზე მეტი ქალი, კერძოდ შეისწავლეს მათ მიერ შევსებული ანკეტები, სადაც შეტანილი იყო კითხვები მათი კვების რაციონის შესახებ, ასევე მონაცემები ასაკობრივი მაკულარული დისტროფიის არსებობის შესახებ. ეს უკანასკნელი განვითარდა 235 შემთხვევაში.
მონაცემების მიხედვით, ყველაზე ნაკლებად დაზარალებულები აღმოჩნდნენ ის ქალები, რომლებიც მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ომეგა-3 მჟავებს თევზის სახით. მათში აღინიშნა რისკის დაქვეითება 38%-ით. შეფასების დროს მეცნიერები ითვალისწინებდნენ ომეგა-3-ის ისეთ ფორმებს, როგორიცაა ეიკოზაპენტანის მჟავას (DHA) და დოკოზაჰექსაენის მჯავას (EPA).
http://meddaily.ru
2011.03.18