კბილის პასტებსა და გამოსავლებ საშუალებებში ფტორის შემცველი ნაერთების არსებობა, რომელიც მოწოდებულია კარიესის განვითარების აღკვეთისთვის, არ არის ისეთი ეფექტური, როგორც ეგონათ. საქმე იმაშია, რომ მათ მიერ წარმოქმნილი ე.წ. დამცავი შრე იმდენად თხელია, რომ ვერ უზრუნველყოფს კბილების დაცვას, იტყობინება The Times of India.
კარიესი მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რომლის მკურნალობაზე ძალზედ დიდი თანხები ეხარჯებათ ადამიანებს.
ცნობილია, რომ ფტორის შემცველი ნაერთები ეწინააღმდეგება ემალის დაშლას. უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ კბილის ზედაპირზე წარმოქმნილი ფტორის შრე რეალურად მხოლოდ ექვსი ნანომეტრის სისქისაა.
ადამიანის თმის სისქის ტოლი დამცავი შრის წარმოქმნა კი საჭიროებს ფტორის შემცველი ნაერთების თითქმის 10000 სტანდარტულ შრეს.
http://www.meddaily.ru
2011.03.04