ინდოეთში წარმატებით დამთავრდა იმ ვაქცინის კლინიკური კვლევის პირველი ეტაპი, რომელიც ადამიანებს დაიცავს აივ-ინფექციისგან, იტყობინება The Telegraph Calcutta.
კლინიკური კვლევის ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წარმოდგენას იძლევა პრეპარატის უსაფრთხოებასა და მის შესაძლო გვერდით ეფექტებზე.
შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მთელი მსოფლიოს მეცნიერები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მუშაობენ, მაგრამ ჯერჯერობით წარმატებას ვერ მიაღწიეს. ვირუსი ძალზედ ვერაგია და შეუძლია თავისი ცილოვანი გარსის ცვლილება და ასევე, სხვა საშუალებების გამოყენება ადამიანის იმუნური სისტემის ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად.
უკანასკნელი წლების მანძილზე შეიქმნა ვაქცინის დაახლოებით 30-მდე სხვადასხვა პროტოტიპი და ყველა მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა ძირითადად იმიტომ, რომ მძიმე გვერდით მოვლენებს იწვევდნენ. ინდოელი მეცნიერების მიერ შემუშავებული ვაქცინა პირველია, რომელსაც არ აღენიშნა გვერდითი მოვლენები კლინიკური კვლევის პირველ ეტაპზე.
უნდა აღინიშნოს, რომ პრეპარატი tgAAC09 პროფილაქტიკური საშუალებაა აივ-ინფექციის წინააღმდეგ და არა წამალი აივ-ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთათვის. იგი არადაინფიცირებულ ჯანმრთელ ადამიანებს აივ-ვირუსისაგან იცავს.
დღესდღეობით ინდოეთი წარმოადგენს ქვეყანას, სადაც აივ-ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს: დაახლოებით 2,5-3 მლნ ადამიანი. ამიტომ ამ სფეროში კვლევების განხორციელება ინდოეთის ჯანდაცვის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.
http://MIGnews.com
2011.02.25