ბრიტანელმა დიეტოლოგებმა დაადგინეს, თუ რატომ არ ხდება С ვიტამინის აბებითა და სხვა დანამატებით ნამდვილი ფორთოხლის ჩანაცვლება. საქმე ანტიოქსიდანტების იმ უნიკალურ კომბინაციაშია, რომელსაც ხილი შეიცავს. ისინი ერთად უფრო ეფექტურად მუშაობენ, ვიდრე ცალცალკე, აცხადებენ იუტას უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერები.
ცნობილია, რომ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც უჯრედების დაბერების პროცესს ანელებს, შეუძლიათ ორგანიზმის დაცვა კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისგან. დიეტოლოგ ტორი პარკერის თქმით, ნამდვილად არსებობს ცოცხალი ხილის მნიშვნელოვანი უპირატესობა აბებთან შედარებით, რომლის მთელი არსი ინგრედიენტების განსაკუთრებულ კომბინაციაში მდგომარეობს.
მეცნიერებმა შეამოწმეს, თუ როგორ მუშაობს ერთად ფორთოხალში ნანახი ფენოლური ნაერთები. აღნიშნულ ბიოქიმიურ ნაერთებს ტრადიციულად უკავშირებენ ანტიოქსიდანტურ და ანტიმიკრობულ თვისებებს. კვლევების შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში “Journal of Food Science”.
http://medicine.newsru.com
2010.12.23