დელასის უნივერისტეტის მკვლევარებმა არნოლდ შეკტერის ხელმძღვანელობით პროდუქტების მაღაზიების გაყიდვაში არსებულ კარაქში აღმოაჩინეს ცეცხლგამძლე ნაერთის წარმოუდგენლად მაღალი კონცენტრაცია.
საქმე ეხება პოლიბრომდიფენილის ეთერს, რომელსაც ხშირად იყენებენ ავეჯისა და ელექტროსაქონლის წარმოებაში. ცნობილია, რომ ეს ნაერთი ზეგავლენას ახდენს ჰორმონების მუშაობაზე, ზრდის კიბოს განვითარების რისკს, პრობლემებს ქმნის რეპროდუქციული და ნერვული სისტემის და ზოგადად, განვითარების მხრივ.
მეცნიერებმა სპეციალურად გაზომეს აღნიშნული ნაერთის დონე ადამიანის სხეულში და პროდუქტის ნიმუშებში. ასე იყო გამოვლენილი მათი მომატებული შემცველობა კარაქში. მაგრამ ჭეშმარიტად ზომაზე მეტი შემცველობა დაფიქსირდა ბრიკეტის შესაფუთ მასალაში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქიმიკატი კარაქში შესაფუთი საშუალებიდან ხვდება.
http://Medicine.newsru.com
2010.12.13