logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველო იმ 7 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც შიდსის გავრცელების დონე გაიზარდა

მსოფლიომ შეძლო შიდსის ეპიდემიის შეჩერება და აივ-ინფექციის უკან დახევა დაიწყო. თუმცა ამის თქმა არ შეიძლება საქართველოსა და სომხეთზე, სადაც ბოლო ბოლო პერიოდში აივ ინფექციით დავირუსების შემთხვევების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა.

ამ მონაცემებს გაეროს სპეციალიზებული განყოფილება UNAIDS-ი აქვეყნებს.

ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში აივ ინფექციით დაავადების ახალი შემთხვევები მსოფლიოში თითქმის 20%-ით შემცირდა, ასევე 20%-ით დაიკლო ამ დაავადების გამო ადამიანების დაღუპვის მაჩვენებელმა. გამონაკლისებად კი სომხეთისა და საქართველოს გარდა დასახელებულია ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ბანგლადეში და ფილიპინები. რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და სხვა ქვეყნები გამოკითხვაში არ მოხვდა - სულ სპეციალისტებმა მსოფლიოს 60 სახელმწიფოში არსებული ვითარება შეისწავლეს.

მოხსენების თანახმად, შიდსის ეპიდემიის გავრცელების საერთო მასშტაბები სტაბილური გახდა. 2009 წლის მონაცემებით, დაინფიცირებულთა რიცხვმა 2,6 მილიონი ადამიანი შეადგინა.

გამოკვლეულ 60 სახელმწიფოს შორის 33 ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25%-ით შემცირდა, მათ შორის 22 აფრიკული სახელმწიფოა, სადაც ახლო წარსულში შიდსის გავრცელების დიდი მასშტაბები ფიქსირდებოდა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ, ოფიციალური სტატისტიკით, 1989 წლიდან მოყოლებული დღემდე აივ–ინფექციის 2646 შემთხვევაა რეგისტრირებული. რეგისტრირებული შემთხვევების უკან დაახლოებით 4000-მდე არარეგისტრირებული ფაქტი დგას, რაც, სპეციალისტების განცხადებით, ასეთი მცირე ქვეყნისთვის საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია.


ამასთან, წელს 410 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც შარშანდელზე 25-ით მეტია. შედარებისთვის: 2003 წელს საქართველოში აივ/შიდსით დაავადების მხოლოდ 100 შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ინფიცირების შემთხვევების პროცენტული ზრდა საქართველოსთვის ლოგიკური მოვლენაა, რადგან ჩვენთან წლების განმავლობაში ვირუსის გავრცელების დონე საკმაოდ დაბალი იყო.

„იმ ქვეყნებში, სადაც ინფიცირების მასშტაბები დიდი იყო, ვირუსის გავრცელების ტემპები შემცირდა. იქ კი, სადაც ეს ტემპები დაბალი იყო, ამჟამად ინფექციის გავრცელების მასშტაბების ზრდა ფიქსირდება. საუბარია, პირველ რიგში, განვითარებად ქვეყნებზე. რაც შეეხება იმას, თუ როდის მიაღწევს „პიკს“ ვირუსის გავრცელება, შიდსის შემთხვევაში, გრიპისგან განსხვავებით, ასეთი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია,“ - აცხადებს ცერცვაძე.

რაც შეეხება დაავადებულთა მკურნალობას, ცერცვაძის თქმით, საქართველო მთელ აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ინფიცირებულების მკურნალობა 100%-ით ფინანსდება.

„შიდსის პრობლების მოგვარების მთავარი პრიორიტეტი დაავადების რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მკურნალობა იქნება, რათა ინფიცირების წყაროები გავანეიტრალოთ. აქ კი, უპირველეს ყოვლისა, ნარკომანები იგულისხმებიან. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ვერავინ დაავალდებულებს ანალიზის გაკეთებას. ჩვენს კამპანიას საინფორმაციო და ახსნა-განმარტებითი ხასიათი ექნება,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

აივ/შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად წლიდან წლამდე იზრდება სახელმწიფოს მიერ მათ მკურნალობაზე გამოყოფილი თანხებიც: თუ 2009 წელს დაფინანსება 2 მილიონი იყო, წელს ამ მიზნით 2,5 მილიონი დაიხარჯა, გაისად კი 3,2 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

მედიცინის ექსპერტ თამარ ცინცაბაძის განცხადებით კი, განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში აივ/იდსის ვირუსის გავრცელების ტემპების ზრდა მძიმე სოციალური ფონითაა განპირობებული.

„ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ ფიზიკურ დაცვას არ ნიშნავს. აუცილებელია ადამიანები ინფორმირებულნი იყვნენ სხვადასხვა საშიში დაავადებების, მათგან თავის დაცვის მეთოდების შესახებ. ეს განსაკუთრებით აქტუალური იმ ფონზეა, როდესაც ქვეყანაში უამრავი უცხოელი - მაგალითად, ინგლისური ენის მასწავლებელი - ჩამოდის,“ - აღნიშნავს ცინცაბაძე.

მისი თქმით, საქართველო შიდსთან ბრძოლის პოლიტიკით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, თუმცა ის სტანდარტები, რომლითაც აქ მკურნალობენ პაციენტებს, ევროპულ სტანდარტებს ჩამორჩება, რაც განსაკუთრებით პაციენტის სტაციონარულ მკურნალობას ეხება.

„რასაც ჩვენი სახელმწიფო ასეთ ავადმყოფს უფინანსებს, ის არაა, რაც მას თანამედროვე მედიცინამ შეიძლება შესთავაზოს და რომლითაც პაციენტებს ევროპასა და აშშ-ში მკურნალობენ,“ - აცხადებს ცინცაბაძე.

მისი თქმით, ასევე პრობლემურია საზოგადოების ინფორმირებულობის, დაავადებულების ინტეგრაციის საკითხები.

http://commersant.ge

2010.12.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006