ამასთან დაკავშირებით საქართველოს შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" პრესკონფერენციას გამართავს.
გარდა ამისა, სამედიცინო უნივერსიტეტში "საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირისა" და IFMSA-ს ერთობლივი აქცია-ღონისძიების ჩატარება იგეგმება, რომლის მიზანს სტუდენტ-მედიკოსებისთვის აივ/შიდსის ეპიდემიის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.
როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში განაცხადეს, 2010 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფექსიის 2646 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 1952-ში მამაკაცია ინფიცირებული, 694-ში კი - ქალი. შიდსის ვირუსით გარდაცვლილია 564 ადამიანი.
ამასთან, როგორც შიდსის ცენტრში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სტატისტიკით, საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება, შიდსის რეგისტრირებული შემთხვევების უკან დაახლოებით 4000-მდე არარეგისტრირებული ფაქტი დგას, რაც ასეთი მცირე ქვეყნისთვის საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია.
ცნობისთვის, 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშნვა 1988 წელს დაიწყო. 2010 წლისთვის შიდსთან ბრძოლის თემას "უნივერსალური ხელმისაწვდომობა და ადამიანის უფლებები" წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ გაეროს შიდსის სამსახურის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში შიდსით ინფიცირებული 33, 3 მლნ ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 2,5 მლნ ბავშვია.
http://pirweli.com.ge
2010.12.01