logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პრეპარატი Truvada ამცირებს აივ-დაინფიცირების რისკს

ახალი კვლევის მიხედვით, პრეპარატ Truvada-ს, რომელიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ, ასევე, შეუძლია აივ-დაინფიცირების პრევენცია.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ Truvada-ს ყოველდღიური მოხმარება დაახლოებით 73%-ით ამცირებს აივ-ვირუსით დაინფიცირების რისკს ჰომოსექსუალ და ბისექსუალურ მამაკაცებში.
ექსპერტთა თქმით, ეს აღმოჩენა უდიდესი მნიშვნელბისაა აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, თუმცა საინტერესოა, რამდენად ვრცელდება მიღებული შედეგები სხვა პოპულაციაზე: ნარკოტიკების ინტრავენურ მომხმარებლებსა და ქალების ინფექციისადმი მოწყვლად ნაწილზე.
IPrEx (pre-exposure initiative study) კვლევით პირველად მოხდა ანტირეტროვირალური სამკურნალო პრეპარატის პრევენციული უნარის დადგენა.
კვლევაში მონაწილეობდა 2 499 ადამიანი აშშ-დან, პერუდან, ეკვადორიდან, ბრაზილიიდან სამხრეთ აფრიკიდან და ტაილანდიდან, რომელთა რანდომიზებულად შერჩეულ ერთ ნაწილს ყოველდღიურად აძლევდნენ Truvada-ს და მეორე ნაწილს - პლაცებოს.
დაახლოებით 14 თვის შემდეგ Truvada-ს მომხმარებელთა ჯგუფში აღინიშნა აივ-ინფექციის 36 ახალი შემთხვევა, ხოლო პლაცებოს ჯგუფში – 64.
კვლევას ხელმძღვანელობდა დოქტორი რობერტ გრანტი (Robert Grant) სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. მისი თქმით, მთლიანობაში, Truvada-მ აივ-დაინფიცირების რისკი 44%-ით შეამცირა, თუმცა აღსანიშნავია, რომ, ბევრ შემთხვევაში მამაკაცები არღვევდნენ Truvada-ს ყოველდღიურად მიღების დადგენილ წესს. მამაკაცებს, რომლებიც 90% შემთხვევაში მედიკამენტს ყოველდღიურად ღებულობდნენ, აღენიშნათ დაინფიცირების 73%-ით შემცირება, ხოლო მათ, ვინც ზუსტად იცავდა კვლევის მიერ Truvada-ს მიღების დადგენილ წესს დაინფიცირების რისკი შეუმცირდათ 90%-ით.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში “The New England Journal of Medicine”.
Truvada ორი რეტროვირალური წამლის: Enofovir and Emtricitabine, კომბინირებულ ნაერთს წარმოადგენს. მას, ჩვეულებრივ, აივ-ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენებენ, ხელს უშლის რა ვირუსის რეპლიკაციისა და გავრცელების პროცესს.

http://www.independent.co.uk

2010.11.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006