მეცნიერთა მტკიცებით, სპერმაში არსებული აივ-ვირუსი განსხვავდება სისხლში მოცირკულირე აივ-ვირუსისაგან, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს მამაკაცის გენიტალურ ტრაქტში განხორციელებული ცვლილებები.
ყველაზე ხშირად აივ-ინფექციის გადაცემა სქესობრივი კონტაქტით ხდება, უპირატესად დაინფიცირებული მამაკაციდან პარტნიორზე. სწორედ ამიტომ,
მამაკაცის გენიტალურ ტრაქტში ვირუსის ბუნების დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს გადაცემის პროცესის უფრო ზუსტი გარკვევისთვის.
კვლევამ მამაკაცის გენიტალურ ტრაქტში აივ-ვირუსის განვითარების ორი მნიშვნელოვნად განსხვავებული მექანიზმი გამოავლინა.
ერთ შემთხვევაში ვირუსი იზრდება სწრაფად დროის მცირე მონაკვეთში და შედარებით ჰომოგენურობას ინარჩუნებს სისხლში მოცირკულირე ვირუსთან მიმართებაში.
მეორე შემთხვევაში ვირუსის რეპლიკაცია მიმდინარეობს T უჯრედებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ამის შედეგად მიღებული ვირუსული პოპულაცია განსხვავებულია სისხლში არსებული ვირუსისაგან.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვირუსის ბუნების შეცვლის მიზეზის დადგენას საკვანძო მნიშვნელობა აქვს გადაცემის პროცესში ვირუსის მაბლოკირებელი ვაქცინის შემუშავებისთვის.
http://timesofindia.indiatimes.com
2010.11.12