logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    აღმოჩენილია მექანიზმი, რომელიც ზოგ ადამიანში აივ-ინფექციის კონტროლის საშუალებას იძლევა

მცირე ცვლილებები “სასიგნალო” ცილაში, რომელიც ინფექციაზე პასუხს უზრუნველყოფს, არის ის მიზეზი, რომელიც განაპირობებს ორგანიზმის მიერ აივ-ინფექციის კონტროლს მედიკამენტოზური მკურნალობის გარეშე.
300 აივ-ინფიცირებულიდან დაახლოებით ერთი წარმოადგენს ასეთ “მაკონტროლებელს”. მეცნიერები იკვლევენ სხეულის ამ უნარს აივ-ინფექციის ეფექტური სამკურნალო მეთოდების შემუშავებისათვის.

“მაკონტროლებელთა” ამ უნარის მიზეზი პროტეინ HLA-B-ში არსებულ ხუთი ამინომჟავაა, აღნიშნავენ მეცნიერები ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

აივ- ”მაკონტროლებელთა” შესახებ ჯერ კიდევ 20 წლის წინ იყო ცნობილი. მათ შეუძლიათ ვირუსული რეპლიკაციის საკუთარი იმუნური სისტემით დათრგუნვა და ვირუსების რაოდენობის ექსტრემალურად დაბალ დონეზე შენარჩუნება ანტირეტროვირალური წამლების გამოყენების გარეშე.

ცნობილი იყო, რომ HLA სისტემაში შემავალ გარკვეულ გენებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ აივ-კონტროლში, მაგრამ მეცნიერებმა არ იცოდნენ თუ რომელი იყო ეს გენები ან როგორ მოქმედებდნენ ისინი.

მკვლევარებმა ჩაატარეს გენეტიკური კოდის ფართომასშტაბური კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა თითქმის 1000 “მაკონტროლებელი” და 2600 პროგრესირებადი აივ-ინფექციის მქონე ადამიანი.

ნანახი იქნა აივ-ინფექციის იმუნურ კონტროლთან ასოცირებული დაახლოებით 300 წერტილი და ყველა მეექვსე ქრომოსომაში, რომელიც HLA პროტეინების კოდირებაზეა პასუხისმგებელი. მეცნიერებმა გამოყვეს საკვანძო მნიშვნელობის მქონე ხუთი სპეციფიკური ამინომჟავა HLA-B პროტეინიდან.

HLA-B წარმოადგენს იმ პროცესის ნაწილს, რომლითაც იმუნური სისტემა ამოიცნობს და ანადგურენს ვირუსით დაინფიცირებულ უჯრედებს.

“დამაკავშირებელ ჯიბედ” წოდებული პროტეინის ნაწილი პეპტიდებს “ქაჩავს” ვირუსის შიგნიდან უჯრედის ზედაპირისკენ, რითაც ახდენს ამ უჯრედების მონიშვნას, შემდგომში იმუნური სისტემის CD8 “მკვლელი” Tუჯრედებით მათი განადგურებისათვის.მკვლევართა მიერ იდენტიფიცირებული ხუთივე ამინომჟავა ამ “დამაკავშირებელ ჯიბეშია” განთავსებული.

კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ბრუს ვოკერის თქმით, ადამიანის გენომში არსებული 3მლრდ ამინომჟავიდან მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია უზრუნველყოს აივ-ინფექციასთან გამკლავება მკურნალობის გარეშე.

http://ww.bbc.co.uk

2010.11.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006