ვეგეტერიანელებს გააჩნიათ ჭკუასუსტობისა და ალცჰეიმერის დაავადების განვითარების მაღალი რისკი, თუკი არ მიაქცევენ ყურადღებას B-12 ვიტამინის დონეს, გვაფრთხილებენ ექიმები. თევზი, მოლუსკები, ხორცი, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები - ამ ვიტამინის საუკეთესო წყაროა, წერს The Times if India.
B-12 ვიტამინის დეფიციტს შეუძლია ტვინის შრომისუნარიანობის დააქვეითება, მეხსიერების დაკარგვა, რაც სერიოზულად აისახება ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე. ვეგეტერიანობის დიდი პოპულარობის გამო ბევრმა უარი თქვა რძეზე, ეს კი პერსპექტივაში ჭკუასუსტობით გვემუქრება. საშიშროების წინაშე არიან ის ადამიანებიც, რომლებსაც ახასიათებთ ლაქტოზის აუტანლობა.
მაგ. ინდოეთის მცხოვრებთა დიდი ნაწილი ვეგეტერიანელია. ჯანმო-ს მონაცემებით, ამ ქვეყანაში 3,5 მლნ ადამიანია ალცეჰეიმერის დაავადებითა და ჭკუასუსტობით დაავადებული. სულ მცირე, 40 წელს გადაცილებული 30 პაციენტი ყოველთვიურად
აკითხავს ექიმს პანიკური შეტევების, დეპრესიის, გაღიზიანების, მეხსიერების გაუარესების გამო, რასაც B-12 ვიტამინის დეფიციტი განაპირობებს. როგორც კი B-12 ვიტამინი გამოჩნდება მათ რაციონში, ექიმები აფიქსირებენ მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
http://Medicine.newsru.com
2010.10.29