მეცნიერებმა აივ-ინფექციასთან და კიბოს განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოლეკულის სტრუქტურის გაგება შეძლეს, რაც ამ დაავადებების უფრო ეფექტურ მკურნალობას შეუწყობს ხელს.
კალიფორნიელმა მკვლევარებმა CXCR4 მოლეკულის სტრუქტურისა და მისი მუშაობის პრინციპის ამოცნობისათვის გამოიყენეს რენტგენოლოგიური კრისტალოგრაფიის მეთოდი.
ეს აღმოჩენა ახალი მედიკამენტების შემუშავების საშუალებას იძლევა, აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
CXCR4 მოლეკულა მიეკუთვნება ე.წ. რეცეპტორებთან დაკავშირებულ G-პროტეინების (GPCRs) ფართო ოჯახს. ეს მოლეკულები მოიცავს უჯრედების მემბრანას და გადასცემს სიგნალებს გარედან შიგნით. ისინი პრაქტიკულად სხეულის ყველა პროცესის გაკონტროლებას უწყობენ ხელს, რაც მოიცავს უჯრედოვან ზრდას, ჰორმონების სეკრეციას და სინათლის აღქმასაც.
“ამ უჯრედის სტრუქტურის გაშიფვრა სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაბიჯია ახალი ეფეტური მედიკამენტების შემუშავებისათვის”, აღნიშნავს ჯოზეფინ კერიდო დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრიდან.
ჩვეულებრივ, CXCR4 მოლეკულა ხელს უწყობს იმუნურ სისტემის გააქტივებას და უჯრედების მოძრაობის სტიმულაციას, მაგრამ რეცეპტორის გამააქტივებელი სიგნალის არასათანადო რეგულაციის შემთხვევაში CXCR4 მოლეკულას შეუძლია კიბოს უჯრედების ზრდისა და გავრცელების სტიმულირება.
მეცნიერება სამწლიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ მოახერხეს CXCR4 მოლეკულის ხუთი მკაფიო გამოსახულების მიღება. CXCR4 მოლეკულა ერთმანეთზე მიდებული ღვინის ორი ჭიქის მსგავსი ფორმისაა.
ექსპერტთა თქმით, აღნიშნული გამოსახულებები დაეხმარებათ ისეთი ნაერთის შექმნაში, რომელიც დაარეგულირებს CXCR4-ის აქტივობას ანუ აივ-ვირუსის უჯრედში მოხვედრის ბლოკირებას.
http://www.bbc.co.uk
2010.10.13