პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა გაეროს ერთიანი აივ/შიდს-ის პროგრამის რეგიონული დირექტორი დენის ბრაუნი და ამავე პროგრამის კოორდინატორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მანუელა გროზდანოვა მიიღო.
გიორგი წერეთელმა სტუმრებს ნარკოპოლიტიკის შესახებ პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოში შიდსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარებაა, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული პაკეტის განხილვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
საქართველოს პარლამენტმა გაეროს სააგენტოსთან თანამშრომლობის შედეგად გასულ წელს მიიღო კანონო "აივ ინფექცია/შიდსის" შესახებ, რომელმაც ახალი პროგრამების იმპლემენტაციისთვის სოლიდური საკანონმდებლო ბაზა შექმნა.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს თანამშრომლობის ახალ სტრატეგიაზე და 2015 წლამდე სამოქმედო გეგმაზე.
http://www.parliament.ge
2010.09.29