დღესდღეობით მსოფლიოში 14,7 მლნ აივ-ინფიცირებულისთვის მათთვის აუცილებელი ანტირეტროვირალური თერაპია მიუწვდომელია. ასეთი მონაცემებია მოწოდებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაერთიანებული ერების აივ/შიდსის პროგრამის (UNAIDS) ერთობლივ მოხსენებაში.
დოკუმენტის მიხედვით, საერთაშორისო სპონსორების ძალისხმევით განვითარებად ქვეყნებში ანტირეტროვირალური თერაპიის მიმღებთა რიცხვმა 5,25 მლნ ადამიანს მიაღწია. უკანასკნელი წლის მანძილზე ასეთ პაციენტთა რიცხვი 1,2 მლნ-ით გაიზარდა.
მიუხედავად ამისა, ანტირეტროვირალური მკურნალობის საჭიროების მქონე აივ-ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ აღემატება თითქმის სამჯერ მათ რიცხვს, ვისთვისაც ეს მკურნალობა ხელმისაწვდომია.
2010 წლისთვის ანტირეტროვირალური თერაპიის საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიღწევა ჯანმოს ერთ-ერთ ადრე გაცხადებულ მიზანს წარმოადგენდა. ამჟამად ნათელია, რომ ეს ამოცანა ვერ შესრულდება დათქმულ ვადაში. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ წლებში რიგ განვითარებულ ქვეყნებში ამ მიმართულებით საკმაოდ დიდ პროგრესს მიაღწიეს. ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნება ზიმბაბე, რუანდა, ასევე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატების საჭიროების შეფასებითი რიცხვის მკვეთრი ზრდის ერთ-ერთი მიზეზია ჯანმოს რეკომენდაციები, რომელიც გამოქვეყნდა 2009 წელს და მნიშვნელოვნად აფართოებს ანტირეტროვირალური თერაპიისგამოყენების ჩვენებას.
http://medportal.ru
2010.09.29