ივარჯიშეთ და დალიეთ წყალი კვების წინ, - გვირჩევს New Scientist, ეყრდნობა რა მეცნიერთა ორი დამოუკიდებელი ჯგუფის კვალიფიციურ აზრს.
ჭარბი კვების გამო ვითარდება ცხიმოვანი მჟავების სიჭარბე, რომლებიც იწვევენ ჰიპოთალამუსის განსაკუთრებული უბნის აგზნებას და ამ გზით აქვეითებენ ლეპტინისა და ინსულინის შეწოვას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სიმაძღრის გრძნობაზე. ქალაქ კამპინასის (ბრაზილია) უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მადის დამთრგუნველი ჰორმონების ფუნქციის აღდგენას ხელს უწყობს ფიზიკური ვარჯიში.
ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ბრენდა დევიმ, თავის მხრივ, ჩაატარა კლინიკური კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ დიეტის ეფექტურობას ზრდის ჩვეულებრივი წყალი. 12 კვირის განმავლობაში მოხალისეთა ორი ჯგუფი მისდევდა დაბალკალორიულ დიეტას. იმ მონაწილეებმა, რომლებიც ჭამამდე სვამდნენ 2 ჩაის ჭიქა წყალს, დაიკლეს 7 კილო, ხოლო მეორე ჯგუფის წევრებმა, რომლებიც ამას არ აკეთებდნენ, დაიკლეს 5კგ. ჩვეულებრივი კვების დროს წყლის სმის იგივე პრაქტიკის გაგრძელება დაეხმარა მოხალისეებს წონის მატების თავიდან აცილებაში.
http://www.inopressa.ru/
2010.09.15