კაცობრიობისათვის ესოდენ აუცილებელი, XXI საუკუნის შავი ჭირის ანუ ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (აივ) საწინააღმდეგო წამალი შეიძლება რუსეთში იყოს შემუშავებული. სანქტ-პეტერბურგში თითქმის დასასრულს უახლოვდება სასიკვდილო საფრთხის მქონე აივ-ინფექციის ე.წ. კანდიდატური ვაქცინის ნიმუშის შექმნის სამუშაო.
მეცნიერებმა უკვე მიიღეს ახალი ვაქცინის რისკის ჯგუფში მყოფ მოხალისეებზე გამოცდის ნებართვა..
დღესდღეობით შესაძლებელია მხოლოდ დაავადების განვითარების შეჩერება, რადგან აივ-ინფექცია საბოლოო განკურნებას ჯერ-ჯერობით არ ექვემდებარება.
ამჟამად მსოფლიოში აივ-ვირუსის მქონე ადამიანთა რიცხვი 33 მლნ-ს აღწევს, ხოლო შიდსით დაღუპულთა რიცხვი – 25 მლნ-ზე მეტს. ვირუსოლოგები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ იმ ფაქტს, რომ რაც უფრო ბევრ მუტაციას განიცდის ვირუსი, მით მეტი ხდება მისი გამძლეობა თერაპიისადმი.
http://MIGnews.com
2010.09.13