იერუსალიმის ევროპული უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა აივ-ინფექციის წინააღმდეგ მკურნალობის ახალი კურსი შეიმუშავა, რომლის პროცესში მთლიანად ხდება ადამიანის აივ-ინფიცირებული უჯრედების განადგურება ჯანსაღი ქსოვილის დაზიანების გარეშე. კვლევა წარმატებით ჩატარდა ლაბორატორიულ კულტურებზე.
აქამდე საერთოდ არ არსებობდა მკურნალობის ისეთი მეთოდი, რომელიც აივ-ინფიცირებული უჯრედების მთლიანად განადგურებას შეძლებდა.
თერაპიის დღესდღეობით გამოყენებული მეთოდები ვერ ეწინააღმდეგება ვირუსის გავრცელებას, ის მხოლოდ აჩერებს შიდსის განვითარებას, ახდენს რა მის ქრონიკულ დაავადებად ჩამოყალიბებას. “შიდსის კოქტეილად” წოდებული თერაპია მხოლოდ დროებით აჩერებს ვირუსის გავრცელებას ორგანიზმში, რომელიც რაღაც დროის შემდეგ გამოიმუშავებს საკუთარ იმუნიტეტს ამ კოქტეილზე და კვლავ აგრძელებს სხვა უჯრედების დაინფიცირებას.
როდესაც ვირუსი აინფიცირებს უჯრედს, მისი დნმ აღწევს რა უჯრედში, ეს უკანასკნელი იწყებს ახალი აივ-ვირუსების წარმოქმნას, რომელიც, თავისთავად, აინფიცირებს მეზობელ უჯრედებს და ასე გრძელდება ორგანიზმის სრულ განადგურებამდე.
მეცნიერებმა ახალი მეთოდი გამოცადეს ადამიანის უჯრედოვან კულტურებზე ლაბორატორიულ პირობებში. შედეგი გასაოცარი იყო: დაინფიცირებული უჯრედები ორ კვირაში გაქრა და შემდეგი ორი კვირის მანძილზე ექსპერიმენტულ კულტურებში არცერთი დაინფიცირებული უჯრედი აღარ აღმოჩენილა. ე.ი. დაინფიცირებული უჯრედები სრულად განადგურდა.
კვლევის პროცესში ხდებოდა აივ1-ვირუსის მკურნალობის ეფექტურობის შესწავლა, რომელიც შიდსის განვითარების მთავარ მიზეზს წარმოადგენს განვითარებად ქვეყნებში.
მეცნიერები შემდგომ ეტაპზე მკურნალობის ეფექტურობას ცხოველებზე გამოცდიან, რის შემდეგაც გადაწყდება კლინიკური კვლევების ადამიანებზე ჩატარება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 33,4 მლნ ადამიანია აივ-ინფექციის მატარებელი.
http://mignews.ru
2010.09.06