logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ყავა “სასარგებლოა გულისათვის”

ახალი კვლევის მიხედვით, ყოველდღიურად ერთი ან ორი ჭიქა ყავის მიღება “სასარგებლოა გულისათვის”.
ყოველდღიურად ყავის ზომიერ მომხმარებელ 65-100 წლის ასაკის ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათი დიდი არტერიები უფრო ელასტიურია, ვიდრე მატი თანატოლების.
კვლევის შედეგების საფუძველზე ავტორები მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებს ურჩევენ ყავის ზომიერი რაოდენობით მიღებას.
კვლევა აწარმოეს ათენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაახლოებით 700 ასაკოვან ადამიანზე, რომლებიც ცხოვრობენ კუნძულ იკარიაზე, სადაც მაცხოვრებელთა მესამედზე მეტი 90 წლის ან მეტი ასაკისაა. ფოკუსირება ხდებოდა მაღალი არტერიული წნევის მქონე რეზიდენტებზე, რომელთაც გულის სკანერით უტარდებოდათ სისხლძარღვების კვლევა.
მაგარი და უხეში სისხლძარღვების არსებობა უკავშირდება გულის დაავადებებს და ითვლება მომავალში გულის პრობლემების გამოვლენის წინაპირობად.
კვლევამ გამოავლინა, რომ პაციენტებს, რომლებიც ყოველდღიურად ერთ ან ორ ჭიქა ყავას სვამდნენ, აორტის უფრო მეტი ელასტიკურობა აღენიშნობოდათ, ვიდრე მათ ვინც უფრო მეტი რაოდენობით ან საერთოდ არ სვამდა ყავას.
მონაწილეთა უმრავლესობა სვამდა ბერძნულ ტრადიციულ მაგარ ყავას 25-50 მლ რაოდენობით.
დოქტორმა ქრისტინა ქრიზოხუმ კვლევის შედეგები სტოკჰოლმში მიმდინარე კარდიოლოგთა ევროპული საზოგადოების კონგრესზე წარადგინა.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ყავის უფრო მეტი რაოდენობით მოხმარება (ყოველდღიურად 3-5 ჭიქა) არ უკავშირდებოდა აორტის ელასტიკურობის მეტად მატებას.
კვლევის პროცესში გათვალისწინებულია სისხლძარღვებზე მოქმედი ისეთი ფაქტორების ზემოქმედება, როგორიცაა ასაკი, სქესი, ფიზიკური აქტივობა, სხეულის მასა და დიაბეტის არსებობა.
დოქტორი ქრისტინა ქრიზოხუ აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, სავარაუდოდ, არსებობს კავშირი ყავის ზომიერ მოხმარებასა და გულის დაავადების, დიაბეტის, ჰიპერქოლესტერინემიის, სიმსუქნისა და თირკმლის ფუნქციური პრობლემების განვითარების რისკის დაქვეითებას შორის.
მეცნიერთა აზრით, ყავაში არსებული ქიმიკატები უჯრედების ჟანგბადის მოლეკულებითა და აზოტის ოქსიდით გამოწვეული დაზიანების თავიდან აცილებით აუმჯობესებს გული ჯანმრთელობას.
საკვები ელემენტები: ფლავონოიდები, მაგნიუმი, ნატრიული, კალიუმი, ნიაცინი, ვიტამინი E ეწინაარმდეგება უჯრედებზე ჟანგბადის დამაზიანებელ მოქმედებას.
ბერძნული ყავა, ტრადიციულად, მოხარშვის შემდეგ არ იფილტრება და ამიტომ ზ.ა. კომპონენტები მაღალი შემცველობით რჩება მასში.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დღესდღეობით ყავა წარმოადგენს კვლევის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ ობიექტს ჯანმრთელობისთვის მისი მნიშვნელობის ზუსტი დადგენისათვის. უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 4-5 ჭიქა ყავის დალევა უსაფრთხოა და შეიძლება სასარგებლოც კი იყოს ჯანმრთელობისათვის.

http://www.telegraph.co.uk

2010.09.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006