ამერიკელმა მეცნიერებმა კენტუკის შტატის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს შოკოლადის ახალი თვისება: ის ამცირებს აგრესიულობას და ამშვიდებს.
აღმოჩნდა, რომ შოკოლადის მოყვარულები უფრო კეთილმოსურნენი არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც უარს ამბობენ ამ ტკბილეულზე.
ექსპერტების ანგარიშში ნათქვამია, რომ გლუკოზა მოქმედებს ადამიანის ქცევაზე, მათ შორის მის კეთილგონიერებაზე და სიკეთეზე. გლუკოზის კონცენტრაციის მომატება გაფანტავს უსიამოვნო ფიქრებს, აიძულებს ადამიანს დაივიწყოს ძველი წყენა და კლავს სამაგიეროს გადახდის სურვილს. შოკოლადის მოყვარულები ადვილად შეუნდობენ როგორც სხვებს, ასევე საკუთარ თავს.
ამასთან, ეს შოკოლადის ერთადერთი სასარგებლო თვისება როდია. უფრო ადრე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გლუკოზა აუცილებელია თავის ტვინისათვის, კერძოდ ინტელექტუალური საქმიანობისათვის.
გარდა ამისა, შოკოლადის რეგულარული მოხმარება ამცირებს გულის დაავადებების რისკს. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მივირთვათ ყოველდღიურად თითო ფილა შოკოლადი. დადებითი ეფექტი აღინიშნა მხოლოდ იმ პირებში, რომლებიც მიირთმევდნენ შოკოლადს მცირე რაოდენობით, მხოლოდ კვირაში ორჯერ.
ამასთან, შვეიცარელი და გერმანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დღეში 40 გ შავი შოკოლადის მიღების შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ სტრესს.
http://www.topnews.ru
2010.08.25