ბრიტანელი მკვლევარები ლესტერის უნივერსიტეტიდან ამტკიცებენ, რომ მწვანე ფერის ბოსტნეულით მდიდარ რაციონს შეუძლია შეამციროს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი. მათ გაანალიზეს ექვსი კვლევის მონაცემები, სადაც განიხილებოდა 220 ათასი მოზრდილი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მათი რაციონი. მეცნიერები განსაკუთრებით დააინტერესა ხილისა და ბოსტნეულის მოხმარებამ. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ისპანახი და კომბოსტო თამაშობს მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს, იუწყება BBC.
ბოსტნეულის ერთნახევარი პორცია (106 გ) დღეში 14%-ით ამცირებდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკს. მეტი დამაჯერებლობისათვის მეცნიერები გვირჩევენ დღეში 5 პორციის მიღებას. ისპანახისა და კომბოსტოს გარდა, სასარგებლო ბოსტნეულის ჩამონათვალში შევიდა ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. მკვლევარებმა ჯერჯერობით არ იციან, რაში მდგომარეობს მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის ეფექტი. შესაძლოა, ეს განპირობებულია С ვიტამინის ტიპის ანტიოქსიდანტებისა და მაგნიუმის მაღალი კონცენტრაციით.
უახლოეს მომავალში მეცნიერთა ჯგუფი გეგმავს ექსპერიმენტების სერიის ჩატარებას, რათა გამოარკვიონ, როგორ მოქმედებს მწვანე ბოსტნეული იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ დიაბეტის განვითარების მომატებული რისკი. დიეტაში მკვლევარები ცდილობენ დაამატონ სხვა ბოსტნეული და გარკვეული დროის შემდეგ გაანალიზონ მდგომარეობა. ექიმები იმედოვნებენ, რომ ვერაგი დაავადება, რომლის განვითარებაც მოსალოდნელია, უკან დაიხევს.
http://medicine.newsru.com
2010.08.23