პეტერბურგის ბიოსამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა განაცხადეს მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოაჩენის შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს შექმნან აივ-ინფექციის საწინააღმდეგო რეალურად მოქმედი ვაქცინა. მეცნიერთა თქმით, შიდსისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაზას წარმოადგენს დაინფიცირებიდან პირველი 10-20 დღე, როდესაც ვირუსის კონცენტრაცია პიკს აღწევს.
ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული ადამიანების მაგალითზე მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სწორედ მწვავე ინფექციის პერიოდში ყველა გენომი ერთნაირია განსაზღვრული ავადმყოფისთვის. ამჯერად გასარკვევია, თუ რით ჰგავს ერთმანეთს სხვადასხვა ადამიანის ვირუსი ამ სტადიაზე, რაც უნდა გახდეს ეფექტური ვაქცინის შექმნის საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აღმოჩენა ადრე გაკეთდა ამერიკელი მეცნიერების მიერ ადამიანებზე, რომლებიც აივ-ინფექციით ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად იყვნენ დაინფიცირებული. მწვავე ფაზაში ერთი ვირუსული ნაწილაკის არსებობა პაციენტის ორგანიზმში, რომელიც ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელია, პირველად რუსი სპეციალისტების მიერაა დადგენილი.
ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ადამიანის ორგანიზმში ხდება ერთი ვირუსული ნაწილაკის მოქმედება ვირუსის გადაცემის ნებისმიერი ფორმის შემთხვევაში. ვაქცინის შემუშავებისას საჭიროა ყურადღება მიექცეს ვირუსის სწორედ ამ ნაწილაკს.
რუსი მეცნიერები იწყებენ ვირუსის სუბტიპების გარკვევაზე მუშაობას. საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებულია ვირუსის სხადასხვა სუბტიპი, მაგალითად, ამერიკაში ჭარბობს B სუბტიპი, ინდოეთში – C, ხოლო რუსეთში - A სუბტიპი. აქედან გამოდინარე, ეფეტური ვაქცინის შემუშავებისთვის აუცილებელია აღნიშნული თავისებურების გათვალისწინება.
http://medicine.newsru.com
2010.08.20