ტეხასის უნივერსიტეტის ონკოლოგებმა დაადგინეს, რომ ატამსა და ქლიავს აღენიშნება დაცვითი თვისებები ძუძუს კიბოს განვითარებასთან მიმართებაში.
კვლევის თანახმად, რომელიც ჩატარდა დოქტორ ლუიოს სისნეროსა-სეველიოსა და დოქტორ დევიდ ბირნის ხელმძღვანელობით, ატამსა და ქლიავში აღმოჩენილი ექსტრაქტები კლავს კიბოს უჯრედებს მკერდის არეში, ამასთან, არ ხდება ჯანსაღი ქსოვილის დაზიანება. მეცნიერებმა დაადგინეს ხილში არსებული ორი ფენოლური ნაერთი, რომელიც პასუხისმგებელია ანტისიმსივნურ ეფექტზე.
ფენოლები წარმოადგენს ორგანულ ნივთიერებას, რომელიც მოქმედებს ნაყოფის არომატზე, გემოსა და ფერზე. ატამი და ქლიავი შეიცავს ფენოლების განსაკუთრებით დიდ რაოდენობას.
მკვლევარები ცდილობდნენ ხილის რბილობში იმ ფენოლური ნაერთების მოძებნას, რომელსაც აღენიშნებო ქიმიოთერაპიის მსგავსი პოტენციალი. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ატმისა და ქლიავის ექსტრაქტები საიმედოდ ეწინააღმდეგება ჰორმონ ესტროგენის – MDA-MB-435-ის გავრცელებასა და პროლიფერაციას სარძევე ჯირკვლის უჯრედებში სიმსივნური დაავადების საწყის ეტაპებზე, ამავე დროს, არ ხდება ზემოქმედება ჯანმრთელ უჯრედებზე.
ექიმები თვლიან, რომ შესწავლილი ხილი ბუნებრივი დაცვაა ძუძუს კიბოსაგან.
http://ami-tass.ru
2010.08.05