18 ივლისს აივ/შიდსის საკითხზე ვენაში გაიხსნა დიდი საერთაშორისო კონფერენცია, სადაც შეიკრიბნენ ათასობით მეცნიერი, ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, აქტივისტები და სამთავრობო ოფიციალური პირები დაავადებასთან დაკავშირებული მიმდინარე მდგომარეობის განსახილველად.
გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებული პროგრამის მონაცემებით (UNAIDS), მსოფლიოში დაახლოებით 33,4 მლნ ადამიანია დაინფიცირებული ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსით (აივ-ვირუსი).
აივ/შიდსის გლობალური მახასიათებელი:
2008 წელს შიდსით დაღუპულთა რიცხვი აღწევდა 2 მლნ ადამიანს. ეს მაჩვენებელი იგივე იყო 2007 წლისთვის. ადრეულ 1980-იან წლებში შიდსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე თითქმის 60 მლნ ადამიანია ამ ვირუსით დაინფიცირებული და 25 მლნ - აივ-ინფექციის მიზეზით გარდაცვლილი.
2008 წელს 460 000 ბავშვი დაიბადა აივ-ინფექციით, დაემატა რა 15 წლამდე ასაკის აივ-ინფიცირებული ბავშვების 2,1 მლნ ტოტალურ რაოდენობას. ახალგაზრდა დაინფიცირებელები შეადგენენ ყველა ახალდაინფიცირებულ მოზრდილთა (15 წლის და მეტი ასაკის) 40%-ს.
თითქმის 33,4 მლნ ადამიანს ჰქონდა იმუნოდეფიციტური ვირუსი 2008 წელს, რომელთაგან უფრო მეტი რაოდენობა ვიდრე ადრე აგრძელებს აივ-ინფექციით ცხოვრებას, სულ ცოტა, ნაწილობრივ მაინც, ანტირეტროვირალურ თერაპიად წოდებული შიდსის წამლების დადებითი ეფექტის გამო.
შიდსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 70% და ბავშვთა დაიფიცირების 91% აფრიკასა და აზიის წილად მოდის.
აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში აივ-ინფექციის რაოდენობრივი მაჩვენებელი სულ უფრო მატულობს, სერიოზული და მზარდი ეპიდემიური გამოვლინებებით უკრაინასა და რუსეთში. 2007 წელს მოზრდილთა შორის აივ-ინფექციის გავრცელებით, რომელიც 1,6% შეესაბამებოდა, უკრაინას ყველაზე მაღალი მახასიათებელი ჰქონდა მთელ ევროპაში. აღმოსავლეთ ევროპაში 1,5 მლნ ადამიანია აივ-ინფიცირებული.
2008 წლის მონაცემები, ლათინურ ამერიკაში ახალდაინფიცირებულთა რიცხვი აღწევდა 170 000 ადამიანს, რაც დაემატა აივ-ინფექციით მცხოვრებ 2 მლნ დაინფიცირებულს. დაახლოებით 77 000 ადამიანი დაიღუპა შიდსთან დაკავშირებული დაავადებების გამო უკანასკნელ წელს.
ამერიკაში და დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში აივ-ინფიცირებულთა რიცხვი 2,3 მლნ ადამიანს აღწევდა 2008 წელს.
http://www.reuters.com
2010.07.20