logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი დამოკიდებულია ლეიკოციტების ტელომერების სიგრძეზე

ავსტრიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი და მისგან გამოწვეული სიკვდილი დამოკიდებულია ლეიოკოციტების ტელომერების სიგრძეზე.
ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლები 1995 წლიდან 2005 წლამდე აკვირდებოდნენ იტალიური პროსპექტული კვლევის Bruneck -ის 787 მონაწილეს, რომელთა ასაკიც შეადგენდა 40-79 წელს. კვლევის დასაწყისში მათ გაუზომეს კაპილარული სისხლის ლეიკოციტების ტელომერების სიგრძე. ამ მომენტისთვის კვლევის მონაწილეებში კიბოს ნიშნები აღმოჩენილი არ იყო.
ტელომერი - ეს არის ქრომოსომების დნმ-ის ბოლოში არსებული ნუკლეოტიდების შედარებით მოკლე თანმიმდევრობა. ის აუცილებელია ფერმენტ დნმ-პოლიმერაზის სწორი მუშაობისათვის. ეს ფერმენტი იწვევს გენომის გაორმაგებას უჯრედის დაყოფის დროს. ყოველი დაყოფის შემდეგ ადგილი აქვს ტელომერის დამოკლებას. როდესაც შემდგომი დამოკლება უკვე შეუძლებელია, უჯრედი წყვეტს დაყოფას. სავარაუდოდ, სწორედ ეს მექანიზმი უდევს საფუძვლად ბიოლოგიური დაბერების პროცესს.
ტელომერის დაგრძელება შეუძლია ფერმენტ ტელომერაზას, თუმცა მოზრდილებში ის საკმარისად აქტიურია მხოოლოდ იმ უჯრედებში, რომლებიც მუდმივად განიცდიან დაყოფას, მაგ ასეთია ძვლის ტვინის ზოგიერთი უჯრედი -კოლონიების წარმომქნელი ერთეულები. ტელომერებისა და ტელომერაზას აღმოჩენისათვის 2009 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ მეცნიერებს ჯეკ შოსტაკს, ელიზაბეტ ბლეკბერნს და კეროლ გრეიდერს.
იმ წლების განმავლობაში, რომლის დროსაც მიმდინარეობდა კვლევა, ავთვისებიანი სიმსივნე გამოუვლინდა მოხალისეთა 11,7%-ს. კანის კიბო, მელანომის გამოკლებით, არ განიხილებოდა. ტელომერის საშუალო სიგრძე კიბოს მქონე პაციენტებში საშუალოდ მნიშვნელოვნად ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე კვლევის სხვა მონაწილეებში.
რისკის სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შესწორების გაკეთების შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმათთან შედარებით, ვისაც ტელომერის სიგრძე მაქსიმალური ქონდა, იმ მოხალისეებს, რომლებიც ყველაზე მოკლე ტელომერებით გამოირჩეოდნენ, საშუალოდ სამჯერ უფრო მაღალი აღმოაჩნდათ კიბოთი დაავადების რისკი და 11-ჯერ უფრო მეტად - 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში კიბოთი გარდაცვალების რისკი. საშუალო სიგრძის ტელომერების მქონე მონაწილეების გამოკვლევისას კიბოთი დაავადების რისკი ორჯერ მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე უფრო გრძელი ტელომერების მქონე მონაწილეებში.
ამასთან, უფრო მოკლე ტელომერები უფრო ხშირად იყო დაკავშირებული განსაკუთრებით მწვავედ მიმდინარე ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებასთან, როგორიცაა კუჭის კიბო, ფილტვებისა და საკვერცხეების კიბო.
კვლევის ხელმძღვანელის, სტეფან კიხლის (Stefan Kiechl) სიტყვებით, კვლევის შედეგები ჯერჯერობით არ არის განზოგადებული, ვინაიდან ის ჩატარდა მხოლოდ ერთ რეგიონში და მოხალისეები იყვნენ მხოლოდ ევროპეოიდური რასის წარმომადგენლები.

http://Medportal.ru

2010.07.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006