logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბროკოლს შეუძლია ძუძუს კიბოს გავრცელების შეჩერება

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღეროვან უჯრედებზე მოქმედებით ბროკოლს შეუძლია ძუძუს კიბოს გავრცელების შეჩერება.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბროკოლის ერთ-ერთი კომპონენტი Sulforaphane ზემოქმედებს ღეროვან უჯრედებზე, იწვევს მათ განადგურებას და ამით ხელს უშლის სიმსივნის ზრდას და გავრცელებას.
კვლევის ავტორი მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი დუქსინ სანი (Duxin Sun) ამბობს, რომ Sulforaphane-ის სიმსივნეზე ეფექტის შესწავლა ადრეც წარმოებდა, მაგრამ უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა მისი მნიშვნელობა ძუძუს კიბოს ღეროვანი უჯრედების ინჰიბირების პროცესში.
ახალი აღმოჩენის მიხედვით, Sulforaphane-ის ან ბროკოლის ექსტრაქტის პოტენცია სიმსივნის პრევენციასა და მკურნალობაში გულისხმობს მის ზემოქმედებას სიმსივნის ღეროვან უჯრედებზე.
თაგვებსა და უჯრედოვან კულტურებზე ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდა “Clinical Cancer Research”-ის მაისის გამოცემაში.
ამჟამინდელი ქიმიოთერაპია არ მოქმედებს კიბოს ღეროვან უჯრედებზე, რის გამოც ხდება კიბოს ხელახლა წარმოშობა და გავრცელება. მეცნიერებს სჯერათ, რომ ღეროვანი უჯრედების ელიმინაცია საკვანძო მნიშვნელობისაა კიბოს კონტროლისთვის.
მეცნიერებმა ძუძუს კიბოს მქონე თაგვებს შეუყვანეს ბროკოლის ექსტრაქტიდან მიღებული Sulforaphane-ის სხვადასხვა კონცენტრაცია და აკვირდებოდნენ ღეროვანი უჯრედების რაოდენობას. კვლევის შედეგების მიხედვით, Sulforaphane-ით მკურნალობის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა ღეროვანი უჯრედების რაოდენობა, ხოლო ნორმალურ უჯრედებზე მცირე ეფექტი აღინიშნა. შემდგომში, Sulforaphane-ით ნამკურნალები უჯრედები კარგავენ ახალი სიმსივნეების გენერირების უნარს.
კვლევის ავტორების თქმით, ეს კვლევა გვთავაზობს პოტენციურად ახალ მკურნალობას და კომბინირებული იქნება იმ ნაერთებთან, რომელიც უზრუნველყოფს ძუძუს კიბოს ღეროვანი უჯრედებამდე მიღწევას.
კვლევის დროს გამოყენებული Sulforaphane-ის კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე შესაძლებელია მისი მიღება ბროკოლის ჭამით. კიბოზე ზემოქმედებისთვის საჭირო კონცენტრაცია სხეულის მიერ აბსორბირებული უნდა იყოს ბროკოლის ექსტრაქტიდან. კვლევის დროს გვერდითი მოვლენები არ გამოვლინდა. რადგან ექსტრაქტი ხელმისაწვდომია კაფსულების ფორმით, კონცენტრაციები არარეგულარულია და შესაძლებელია მისი ცვლა.
მკვლევარები ამჟამად ამუშავებენ Sulforaphane-ის ექსტრაქტირებისა და შენახვის მეთოდს, რომელსაც გამოიყენებენ დაგეგმილ კლინიკურ კვლევაში, ძუძუს კიბოს პრევენციასა და მკურნალობაში მისი მნიშვნელობის უფრო ზუსტი განსაზღვრისათვის.

http://www.dailymail.co.uk

2010.05.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006