თეთრის ნაცვლად ყავისფერი ბრინჯის მოხმარება იცავს ადამიანს მაღალი არტერიული წნევისა და ათეროსკლეროზისაგან, ასევე, ამცირებს გულის შეტევების წარმოშობის რისკს.
ყავისფერი ბრინჯი ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრი – მასში მეტია საკვები ნივთიერებები და ბოჭკოები. აზიაში ასეთ ბრინჯს საკვებად ძირითადად ბავშვები და მოხუცები მოიხმარენ, მაშინ როდესაც, ევროპასა და ამერიკაში მას დიდად აფასებენ ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევრები. ყავისფერ ბრინჯს მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს – შენახვის მცირე ვადა (მარცვლების კანის ცხიმისშემცველობის გამო).
უახლოეს წარსულში ტემპლის (აშშ) უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყავისფერი ბრინჯი შეიცავს განსაკუთრებულ ნუვთიერებას, რომელიც იცავს გულს ცილებით დაზიანებისაგან. თეთრ ბრინჯში ასეთი ნაერთი არ არის, რადგან იგი იშლება მარცვლის დამუშავებისას.
ეს დაკვირვება ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ არის რომ იაპონიაში, სადაც ბრინჯი ადამიანთა უმრავლესობის ძირითად საკვებია, გულის დაავადებები ნაკლებადაა გავრცელებული, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
http://MIGnews.com
2010.05.04