ზეითუნის ზეთის სამკურნალო თვისებების საიდუმლო მდგომარეობს მის უნარში, ”გამორთოს ის გენები”, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა სახის ანთების განვითარებას. ეს ფაქტი დაადგინა მეცნიერთა ჯგუფმა ქალაქ კორდოვას უნივერსიტეტიდან (ესპანეთი).
მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზეითუნის ზეთში არსებული აქტიური ელემენტები, პირველ რიგში ფენოლები, იწვევენ თითქმის 100 გენის აქტიურობის მკვეთრ შემცირებას, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, განვითარებაში. რეულარული მოხმარების შემთხვევაში, ზეითუნის ზეთი ამცირებს დაავადებების საშიშროებას.
”ჩვენ დავადგინეთ, რომ მთელი რიგი გენები, რომლებიც ხელს უწყობენ ანთებას, კარგავენ თავის აქტივობას ფენოლების ზეგავლენით, რომლებსაც შეიცავს ზეითუნის ზეთი”, - განაცხადა სამუშაოების ხელმძღვანელმა პროფესორმა ფრანცისკო პერეს-ხიმენეზმა.
http://Ami-tass.ru
2010.04.27