logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    С ჰეპატიტი აორმაგებს თირკმლის კიბოს განვითარების რისკს

С ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირება ზრდის თირკმლის კიბოს განვითარების რისკს, დაასკვნეს ექიმებმა ჰენრი ფორდის საავადმყოფოდან (აშშ). ათწლიანი პერიოდის განმავლობაში 67 ათასი პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით მედიკოსებმა შეამჩნიეს, რომ С ჰეპატიტის მქონე ავადმყოფთა 0,6%-ს შემდგომ განუვითარდა თირკმლის სიმსივნე.

ისეთი ფაქტორების კონტროლის შემდეგ, როგორიცაა ასაკი, სქესი, რასა და თირკმელების დაავადებების არსებობა, С ჰეპატიტის ინფექცია თითქმის ორჯერ ზრდიდა თირკმელებში ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს.

კვლევა ამტკიცებს, რომ С ჰეპატიტის ვირუსი იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას, რომელიც ცილდება მხოლოდ ღვიძლის დაზიანების ფარგლებს. ამასთან, ჰეპატოლოგების თქმით, გამოკვლეულ პაციენტთა უმრავლესობას აღენიშნებოდა ღვიძლის მხოლოდ მინიმალური დისფუნქცია.

მედიკოსების აზრით, ის ადამიანები, რომლებსაც გამოვლენილი აქვთ თირკმლის კიბო, აუცილებლად უნდა იქნენ გამოკვლეული С ჰეპატიტზე. სპეციალისტები თვლიან, რომ ნაადრევია С ჰეპატიტის ვირუსის მატარებელთა აუცილებელი გამოკვლევა ონკოლოგიური დაავადებების არსებობაზე, მაგრამ ისინი რეკომენდაციას უწევენ ასეთ პაციენტებს უფრო ზედმიწევნით მიადევნონ თვალყური საკუთარ ჯანმრთელობას და საწყისი პროფილაქტიკური გასინჯვები მაინც ჩაიტარონ.

უნდა აღინიშნოს, რომ С ჰეპატიტის განკურნება შესაძლებელია შემთხვევათა ნახევარში. ამასთან აღმოჩენილი იქნა, რომ С ჰეპატიტის მქონე თირკმლის კიბოთი დაავადებულ პაციენტთა საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად ნაკლები იყო, ვიდრე იმ ონკოლოგიური პაციენტებისა, რომლებსაც ჰეპატიტი არ ქონდათ.

http://Ami-tass.ru

2010.04.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006