logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ღეროვან-უჯრედოვანი თერაპია იმუნურ სისტემას აივ-ინფექციის წინააღმდეგ აიარაღებს

ახალი ღეროვან-უჯრედოვანი თერაპია, რომელიც იმუნურ სისტემას აივ-ინფექციის წინააღმდეგ განსაკუთრებული დაცვით აიარაღებს, შეიძლება ძლიერი სტრატეგია გახდეს ამ დაავადების დასამარცხებლად.
ეფექტური ვაქცინების არარსებობის პირობებში, ყველაზე ეფექტური მკურნალობის უზრუნველყოფისთვის საჭიროა ანტირეტროვირალური მედიკამენტების ყოველდღიური მოხმარება. პაციენტის მიერ ასეთი რეჟიმის არასრულფასოვანი დაცვა ვირუსის ადვილადმუტირების უნართან ერთად იწვევს წამალზერეზისტენტული შტამების წარმოქმნას, რაც ძლიერ ართულებს მკურნალობას.
პროფესორი ბენ ბერკხაუტი (Ben Berkhout) ანვითარებს გენური თერაპიის ახალ მეთოდიკას, რომელიც ხასიათდება გახანგრძლივებული ეფექტით მკურნალობის ერთჯერადად ჩატარების შემდეგაც კი. პაციენტი იღებს ანტივირალური დნმ-ის შემცველ უჯრედებს, რომელიც ეხმარება მას ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს წარმოადგენს ალტერნატიულ თერაპიას იმ აივ-ინფიცირებული პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ რეგულარულად ანტივირალური მედიკამენტებით მკურნალობა.
მეთოდი მოიცავს პაციენტის ძვლის ტვინიდან სისხლის ღეროვანი უჯრედების გამოყოფასა და გასუფთავებას. ლაბორატორიულად ხორციელდება ანტივირუსული დნმ-ის უჯრედებში გადატანა, რის შემდეგაც ხდება უჯრედების ხელახლა შეყვანა სხეულში. დნმ ახდენს წვრილი მოლეკულების – პატარა რნმ-ების კოდირებას, რომელიც წარმოადგენს სარკისებრ იმიჯს იმ ვირუსული გენებისა, რომელიც გამოიყენება აივ-ვირუსის მიერ დაავადების გამოწვევისათვის. პატარა რნმ-ები მოძრაობს იმუნური უჯრედის შიგნით, სანამ არ შეხვდება ვირუსულ გენს, რომელსაც შემდეგ ეწებება. ეს მექანიზმი ცნობილია “რნმ ინტერფერენციის” სახელწოდებით, რომელიც ახდენს ძირითადი ვირუსული კომპონენტების პროდუცირების ბლოკირება.
ანტივირალური დნმ-ის ღეროვან უჯრედებში გადატანა ხელს უწყობს პაციენტის იმუნური სისტემის დიდი ნაწილის აღდგენას. პროფესორ ბერკჰაუტის თქმით, ღეროვანი უჯრედები წარმოადგენს მიდმივად გაყოფად “ეტალონურ” უჯრედებს, რომლისგანაც მიიღება სხვა დანარჩენი იმუნური უჯრედები. ამ ღეროვანი უჯრედებიდან ანტივირალური დნმ მემკვიდრეობით გადაეცემა მისგან წარმოშობილ ყველა იმუნურ უჯრედს.
როგორც მეცნიერი აღნიშნავს, ასეთი იმედისმომცემი შედეგები მიღებულია ლაბორატორიული კვლევებით და ამჟამად მიმდინარეობს ამ მეთოდის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შემოწმება ცხოველებზე.

http://www.elements4health.com

2010.04.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006