ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ანტიბიოტიკ მინოციკლინს, რომელიც 30 წელზე მეტ ხანი გამოიყენებოდა აკნეს სამკურნალოდ, შეუძლია გაზარდოს აივ-ინფექციის მკურნალობის ეფექტურობა (PhysOrg).
დღეისათვის აივ-ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება ერთდროულად რამდენიმე ანტივირუსული პრეპარატი, რაც ცნობილია, როგორც მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული თერაპია (HAART). ეს პრეპარატები, რომლებიც მიიღება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ხელს უშლის ვირუსის აქტივაციასა და გამრავლებას, თუმცა ისინი ვერ ახდენს ზემოქმედებას დაზიანებულ Т-ლიმოფოციტებში ”მთვლემარე” აივ-ვირუსზე. ამრიგად, მკურნალობის პროცესში გაკეთებული შესვენების დროს დაავადება ისევ იწყებს პროგრესირებას.
აივ-ინფექციის დროს ანტიბიოტიკ მინოციკლინის გამოყენების იდეა დაებადათ მკვლევარებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა მონაცემები რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში ამ ანტიბიოტიკის ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედების შესახებ, რასაც განაპირობებდა მისი ზემოქმედება Т-ლიმფოციტებზე.
ლაბორატორიულ ცხოველებზე და ადამიანის ლიმფოციტების იზოლირებულ კულტურებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მინოციკლინი სელექტიურად თრგუნავს Т-ლიმფოციტების აქტივაციასა და გამრავლებას, რითაც ხელს უშლის მათგან ”მთვლემარე” ვირუსის გამოსვლას. ამასთან, პრეპარატი არ თრგუნავს იმუნურ პასუხს სხვა ინფექციებზე.
ჯენის კლემენტსის (Janice Clements) აზრით, მინოციკლინის დამატებას მაღალაქტიურ ანტირეტროვირუსულ თერაპიაზე შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს მისი ეფექტურობა. თუმცა, სამკურნალო სქემაში მისი ჩართვისათვის აუცილებელია კლინიკური გამოცდების ჩატარება მოხალისეებზე.
http://Medportal.ru
2010.03.24