logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბანანში არსებული ქიმიკატი აივ-ინფექციის წინააღმდეგ

ახალი კვლევის მიხედვით, ბანანიდან მიღებული ქიმიური ნივთიერება, რომელიც აივ-ინფექციის მძლავრ ახალ ინჰიბიტორს წარმოადგენს, გზას უხსნის ახალი მეთოდის შემუშავებას აივ-ინფექციის სქესობრივი გადაცემის პრევენციისთვის.
მეცნიერების განსაკუთრებულ ინტერესს იპყრობს ლექტინები, მცენარეებში არსებული ბუნებრივი ქიმიკატები, რომლებიც ავლენენ უნარს შეაკავონ ის ჯაჭვური რეაქცია, რომელიც იწვევს სხვადასხვა ინფექციის განვითარებას.
ლაბორატორიულ პირობებში ბანანიდან გამოყვეს ლექტინი BanLec, რომელიც ხასიათდება იგივე ეფექტურობით, როგორითაც ამჟამად კლინიკურ გამოყენებაში მყოფი ორი ანტი-აივ მედიკამენტი. მკვლევართა განმარტებით, BanLec შეიძლება გახდეს პრაქტიკული ვაგინალური მიკრობიოციდების უფრო იაფი ახალი კომპონენტი.
აივ-ინფექციის გავრცელების შემაჩერებელი ახალი გზების გამონახვა სასიცოცხლო აუცილებლობაა. ახალი აივ-ინფექციების წილი ბევრად აღემატება ანტირეტროვირალური წამლების მიმღებ ახლად დაინფიცირებულთა წილს, ხოლო ეფექტური ვაქცინის მიღებას კი, როგორც ჩანს, საკმაო წლები გვაცილებს.
“აივ-ინფექცია ჯერ-ჯერობით ფართოდ გავრცელებადია აშშ-ში და განსაკუთრებით მძვინვარებს ღარიბ ქვეყნებში, იწვევს რა მზარდ პრობლემებს დაინფიცირებულთა უზარმაზარი რიცხვისა და მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების გამო ”, - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი დავიდ მარვოვიცი (David Marvovitz).
მიუხედავად იმისა, რომ პრეზერვატივების გამოყენება საკმაოდ ეფექტურია, თუ იგი გამოყენებულია მუდმივად და სწორად, ხშირია მისი უგულებელყოფის შემთხვევა. მარვოვიცის თქმით, სწორედ ამიტომ, ხანგრძლივი მოქმედების მიკრობიოციდების შემუშავების იდეა ძალიან მიმზიდველია.
ყველაზე იმედისმომცემ ნაერთს ვაგინალური და რექტალური აივ-გადაცემის ინჰიბირებისთვის წარმოადგენს ის აგენტი, რომელიც მოახდენს აივ-ინფექციის ბლოკირებას მის სამიზნე უჯრედში შეღწევამდე.
ლექტინები წარმოადგენს შაქრის შემბოჭველ პროტეინებს, რომელსაც შეუძლია ვირუსის მსგავსი უცხო სხეულის ამოცნობა და ამ პათოგენზე მიმაგრება.
მკვლევარების მიერ ბანანში აღმოჩენილ ლექტინ BanLec-ს შეუძლია აივ-ინფექციის ინჰიბირება შაქრით მდიდარი აივ-1 ვირუსის გარსის პროტეინის (gp120) შებოჭვით, რითიც ბლოკავს ვირუსის სხეულში შეჭრას.
კვლევის თანაავტორმა ერვინ ჯ.გოლდსტეინმა (Erwin J. Goldstein) შეიმუშავა ბანანიდან BanLec-ის იზოლაციის ბიორაფინირების მეთოდი. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ BanLec არის ეფექტური ანტი-აივ ლექტინი და სიძლიერით ამჟამად კლინიკურ ხმარებაში მყოფი ისეთი მედიკამენტების მსგავსია, როგორიცაა T-20 და Maraviroc.
მკვლევართა აზრით, BanLec-ის გამოყენებით უფრო გაიაფდება ანტიტრეტროვირალური მედიკამენტების წარმოება, რომელიც ამჟამად სინთეტიკურად მიღებულ კომპონენტებს იყენებს, გარდა ამისა, BanLec უზრუნველყოფს დაცვის უფრო ფართო სპექტრს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აივ-მედიკამენტების ეფექტთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც მუტაციების დროს ვითარდება, ნაკლებად სავარაუდოა ლექტინების გამოყენების შემთხვევაში.
ლექტინებს შეუძლია შაქრის შებოჭვა აივ-1 გარსის სხვადასხვა უბანზე, ამიტომ, სხვადასხვა მუტაციის შემთხვევაში, სავარაუდოდ, იგი შეძლებს შეინარჩუნოს თავისი უნარი.
ავტორთა თქმით, აივ-ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში სულ მცირე წარმატებასაც კი შეუძლია მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა. მკვლევართა გამოთვლებით, მიკრობიოციტებით 20%-იანი მოცვა, მათი აივ-საწინააღმდეგო მხოლოდ 60%-იანი ეფექტურობის შემთხვევაშიც კი, გამოიწვევს აივ-ინფექციის 2,5 მლნ-მდე შემთხვევის პრევენციას სამი წლის განმავლობაში.

http://www.elements4health.com

2010.03.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006