logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კალციუმი ახანგრძლივებს სიცოცხლეს

ახალი კვლევის მიხედვით, კალციუმის დღიურ ნორმაზე ცოტათი მეტი რაოდენობით მიღება ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
შვედმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცებს, რომლებიც საკვებიდან კალციუმს ყველაზე მეტი რაოდენობით ღებულობდნენ, მომავალი ათი წლის მანძილზე სიკვდილის 25%-ით ნაკლები რისკი აღენიშნებოდათ იმ თანატოლ მამაკაცებთან შედარებით, რომლებიც საკვებიდან კალციუმს ყველაზე მცირე რაოდენობით ღებულობდნენ. არცერთი მამაკაცი არ იღებდა კალციუმს დანამატების სახით.
შედეგები შეესაბამება ადრე ჩატარებული კვლევების რეზულტატებს, რომლის მიხედვით, კალციუმის მოხმარების მაღალი მაჩვენებელი ასოცირდება სიკვდილიანობის რისკის შემცირებასთან როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში, აღნიშნულია ჟურნალში “American Journal of Epidemiology”.
ბევრი მკვლევარი აკვირდებოდა კავშირს კალციუმისა და მაგნიუმის მოხმარებასა და ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს შორის, ხოლო ნაკლები იყო ცნობილი ამ ნუტრიენტების საკვებიდან მიღებასა და სიკვდილიანობას შორის ასოციაციის შესახებ.
დოქტორი ჯოანა კალუზი (Joanna Kaluza) და მისი კოლეგები 10 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ 23 000 შვედ მამაკაცს, რომლებიც კვლევის დაწყებისთვის 45-დან 79 წლის ასაკის იყვნენ. კვლევის მანძილზე ფიქსირდებოდა ყველა მონაწილის დიეტა. დაკვირვების პერიოდში 2 358 მამაკაცი გარდაიცვალა.
საკვებიდან კალციუმის ყველაზე მეტი რაოდენობით მომხმარებლებს აღენიშნათ მომავალ ათწლეულში ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობის რისკის 25%-ით და გულის დაავადებებით სიკვდილიანობის 23%-ით შემცირება იმ მამაკაცებთან შედარებით, რომლებიც კალციუმს საკვებიდან ყველაზე მცირე რაოდენობით ღებულობდნენ. კალციუმის მიღება მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენდა კიბოთი სიკვდილიანობაზე.
კალციუმის ყველაზე მეტი რაოდენობით მომხმარებელთა პირველი მესამედი დღეში დაახლოებით 2 000მგ კალციუმს ღებულობდა, ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობით მომხმარებელთა ანალოგიური ნაწილი – დაახლოებით 1 000მგ-ს. ამერიკის “საკვების რეკომენდებული სრულფასოვანი რაციონის” (RDA) მიხედვით, კალციუმის ყოველდღიური მოხმარების ნორმა 19-დან 50 წლის მამაკაცებისთვის შეადგენს 1 000 მგ-ს, ხოლო 50 წელზე მეტი ასაკის მამაკაცებისთვის – 1 200მგ-ს.
დოქტორ კალუზასა და მისი კოლეგების დასკვნით, ყოველდღიურად კალციუმის ამ რეკომენდებულ ნორმებზე მეტი რაოდენობით მიღება ამცირებს ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს.
კალციუმის სიკვდილიანობაზე გავლენა შეიძლება გამოწვეული იყოს არტერიული წნევის, ქოლესტერინის ან სისხლში შაქრის შემცველობის შემცირებით. კვლევაში მონაწილე მამაკაცებისთვის კალციუმის მიღების ძირითად წყაროს რძე, რძის პროდუქტები და მარცვლოვანი პროდუქტები წარმოადგენდა.
კალციუმისგან განსხვავებით, არანაირი კავშირი არ დადგინდა მაგნიუმის მოხმარებასა და საერთო სიკვდილიანობას ან კიბოთი ან გულის დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას შორის.

http://www.reuters.com

2010.03.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006