მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ აივ-ვირუსი “იმალება” ძვლის ტვინში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი ინფექციების გენერირებისთვის. ეს აღმოჩენა მიანიშნებს იმ ახალ სამიზნეზე, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს დაავადების მკურნალობისას.
“ანტივირუსული წამლები ეფექტურია ვირუსის ”კუთხეში მოსაქცევად”, თუმცა მედიკამენტოზური თერაპიის შეწყვეტისთანავე, ვირუსი კვლავ აქტიურდება”, - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი Kathleen L. Collins.
აივ-ინფიცირებულებისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს ვირუსის სხეულიდან განდევნა. დაინფიცირებული უჯრედები აგრძელებენ ცხოველმყოფელობას, შეუმჩნეველი რჩება იმუნური სისტემის მიერ და უზრუნველყოფს ვირუსის რეპროდუქციასა და გავრცელებას.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აივ-ვირუსი აინფიცირებს იმუნური სისტემის ჰემატოპოეზურ უჯრედებს და ხანგრძლივად რჩება მათ შიგნით ლატენტურ ფორმაში.
მკვლევართა თქმით, ამჟამად აუცილებელია ისეთი წამლის შემუშავება, რომელიც გამოააშკარავებს ჰემატოპოეზური უჯრედის შიგნით მოთავსებულ აივ-ვირუსს, რათა მოხდეს მისი განადგურება ადამიანის იმუნური სისტემის მიერ.
გლობალურად აივ-ვირუსით დაინფიცირებულია 30მლნ-ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის მილიონობით ბავშვია. 1991 წლებიდან დაავადების მკურნალობაში წარმოებულმა ჩარევამ განაპირობა სიკვდილიანობის 85-დან 90%-მდე შემცირება.
http://www.elements4health.com
2010.03.09