ამერიკული კომპანია Virxsys გეგმავს გაუვნებელყოფილი ვირუსით აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გამოცდას.
მრავალი ინფექციის შემთხვევაში, რომელთა შორისაა გრიპიც, ვაქცინაციის წარმოებისთვის გამოიყენებენ გაუვნებელყოფილ ვირუსს, მაგრამ დღემდე აივ-ინფექციის შემთხვევაში ასეთი მიდგომა ძალიან სარისკოდ ითვლებოდა.
კომპანია Virxsys-მა გადაწყვიტა მიემართა ასეთი წინააღმდეგობრივი მიდგომისადმი მას შემდეგ, რაც მაიმუნებში წარმატებით განხორციელდა ანალოგიური ვაქცინის გამოცდა SIV ვირუსის წინააღმდეგ, რომელიც ცნობილია მაიმუნისებრთა აივ-ინფექციის სახელწოდებით.
Virxsys-ის მკვლევარები ცრიდნენ მაიმუნებს და ექვსი თვის შემდეგ ახდენდნენ მათ დაინფიცირებას SIV-ვირუსით. შედეგებმა აჩვენა, რომ აცრილ მაიმუნებში ვირუსის კონცენტრაცია სულ მცირე 95%-ით ეცემოდა. ერთი წლის შემდეგ აღნიშნულ ჯგუფში ვირუსის კონცენტრაცია ისევ დაბალ დონეს ინარჩუნებდა მაშინ, როდესაც არააცრილ მაიმუნებში აღინიშნა მდგომარეობის პროგრესული გაუარესება იმუნური სისტემის განადგურების გამო.
Virxsys აღნიშნავს, რომ კვლევები ჩატარდება ჯერ ვირუსით უკვე დაინფიცირებულ ადამიანებზე, რათა თავიდან აიცილონ ჯანმრთელი ადამიანების დაინფიცირება ვირუსის “გაცოცხლების” რაიმე შანსის შემთხვევაშიც კი და ამდენად, კვლევა გახადონ უფრო უსაფრთხო.
Andy Coghlan
http://www.newscientist.com
2010.02.24