logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ანტირეტროვირუსული თერაპია მნიშვნელოვნად ამცირებს აივ-ინფექციით დაინფიცირების რისკს

ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ავადმყოფი პარტნიორისაგან აივ-ინფექციით დაინფიცირების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება, თუ იგი იტარებს ადექვატურ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას. აქედან გამომდინარე, ანტირეტროვირუსული საშუალებების გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ დაინფიცირებისაგან თავის დასაცავადაც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, სადაც აივ-ინფექცია ფართოდ არის გავრცელებული.
დოქტორი დებორა დონელი (Deborah Donnell) და მისი კოლეგები ფრედ ხატჩინსონის ონკოლოგიური ცენტრიდან აკვირდებოდნენ აფრიკის ქვეყნებში მცხოვრებ 3400 წყვილს, რომელთა შორის ერთი პარტნიორი დაავადებული იყო, მეორე – ჯანმრთელი.
ყველა დაავადებული ანტირეტროვირუსული საშუალებების მიღებას იწყებდა იმუნური სისტემის დაზიანების გამოვლენისთანავე.
1-3 წლის მანძილზე აივ-ინფექციით დაინფიცირდა 103 ჯანმრთელ მონაწილე. თითქმის ყველა შემთხვევაში (102) დაინფიცირებას ადგილი ჰქონდა დაავადებულთა მიერ ანტირეტროვირუსული პრეპარატების მიღების დაწყებამდე. მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდა დაინფიცირება ანტირეტროვურუსული თერაპიის დაწყების შემდეგ. ამრიგად, დაავადებული პარტნიორის მიერ ანტირეტროვირუსული საშუალებების მიღებამ 92% შემთხვევაში დაინფიცირებისაგან დაიცვა ჯანმრთელი პარტნიორი.
“ალბათობა იმისა, რომ ანტირეტროვირუსული საშუალებებით მკურნალობა ამცირებს პარტნიორის აივ-ინფექციით დაინფიცირების რისკს ძალიან მაღალია”, - აღნიშნავს დოქტორი დონელი. მისივე თქმით, კვლევის შედეგები უნიკალურია იმიტომ, რომ წყვილებზე დაკვირვება ხდებოდა ზედმიწევნით ყურადღებით და საკმაოდ ხშირად.
შიდსის ვირუსით გლობალურად დაინფიცირებულია 33 მილიონი ადამიანი, ხოლო 1980-იანი წლებიდან დაწყებული პანდემიის შემდეგ დღემდე დაღუპულია 25 მილიონი ადამიანი.

http://www.reuters.com

2010.02.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006