თმის მკურნალობას კოფეინის შემცველი პროდუქტებით შეუძლია დაიცვას მამაკაცი გამელოტებისაგან, რაც ასე მტკივნეულად აღიქმება მათი უმრავლესობის მიერ. ასეთი დასკვნა გააკეთეს გერმანელმა მეცნიერებმა ჩატარებული კვლევების შედეგად.
იენის უნივერსიტეტის პროფესორი პეტერ ელსნერი იუწყება, რომ ეს სტიმულატორი განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს მამაკაცებზე, რომელთა თმის ძირები მგრძნობიარეა ტესტოსტერონისადმი, რაც თმის დაკარგვის ერთ-ერთ მიზეზად გვევლინება. თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდეობით ყავის მომხმარებელნი არიან, შეუძლიათ არ ინერვიულონ ასაკობრივი გამელოტების გამო. სპეციალისტების აზრით, კოფეინი უნდა გამოყენებული იქნას ადგილობრივად, ანუ უშუალოდ თავზე.
ექსპერტ-კოსმეტოლოგის ადოლფ კლენკის განმარტებით, ”იმისათვის, რომ კოფეინმა მიაღწიოს თმის ძირებს, ადამიანმა დღეში უნდა დალიოს საშუალოდ 60-80 ფინჯანი ყავა”. მისივე სიტყვებით, იმ მამაკაცებმა, რომლებსაც გამელოტების ეშინიათ, ახალგაზრდა ასაკიდანვე უნდა დაიწყონ სკალპის დამუშავება კოფეინის შემცველი პრეპარატებით.
უფრო ადრე ამერიკელმა მეცნიერები იუწყებოდნენ, რომ მამაკაცებში, რომლებიც სამუშაო დღეს ფინჯანი ყავით იწყებენ, 60%-ით ნაკლებია ავთვისებიანი სიმსივნით, მათ შორის პროსტატის კიბოთი, დაავადების რისკი. ეს დასკვნა მათ გააკეთეს 50 ათასი ამერიკელი მამაკაცის ჯანმრთელობაზე დაკვირვების შედეგად, რომლებიც ორი ათწლეულის განმავლობაში ყოველდღიურად სვამდნენ რამოდენიმე ფინჯან ყავას.
ზ.ა. კვლევის ხელმძღვანელის კეტრინ ვილსონის (ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, ბოსტონი) სიტყვებით, ”ყავა აქტიურად ზემოქმედებს ინსულინზე, გლუკოზაზე და მთლიანად, მეტაბოლიზმზე. ის განსაზღვრავს სასქესო ჰორმონების დონეს, ანუ ზემოქმედებს ყველა კომპონენტზე, რაც ასე თუ ისე დაკავშირებულია პროსტატის კიბოსთან”.
http://topnews.ru
2010.01.27