ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა მოლეკულა, რომელსაც შეუძლია აივ-ვირუსის გადაცემის ბლოკირება. მკვლევართა თქმით, ეს პრევენციული აგენტი მომავალში შეიძლება გამოყენებული იყოს მალამოს სახით გარეგანი მოხმარებისთვის სიცოცხლისათვის სახიფათო ვირუსით დაინფიცირების პროფილაქტიკის მიზნით.
მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ აივ-ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეღწევის შემდეგ ცდილობს იქ მყარად დამკვიდრებას. მამაკაცის სათესლე სითხეში არსებული პროტეინი - ვირუსული ინვაზიის სპერმული გამაძლიერებელი ანუ SEVI – ვირუსის ინვაზიურ თვისებას 100 000-ჯერ ზრდის, აძლიერებს რა აივ-ვირუსის სისხლის თეთრ სხეულაკებზე მიმაგრების უნარს, რაც იმუნური სისტემის დაშლას იწვევს.
“ამერიკის ხმის” შეტყობინებით, ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოლეკულას, სახელწოდებით სურფენი, შეუძლია SEVI-ის აქტივობის დათრგუნვა. სან-ფრანცისკოს გლადსტონის სახელობის ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის პროფესორ უორნერ გრინის თქმით, სურფენი, რომელიც პირველად აღწერილი იყო 1939 წელს, ამავდროულად წარმოადგენს ანტიანთებით და ანტიბაქტერიულ აგენტს. პროფესორი აღნიშნავს, რომ იგი ინფექციას აღკვეთს აივ-ვირუსსა და სისხლის დაინვაზირებული უჯრედებთან შეკავშირებით.
ადრე მალამოებისა და გელების სახით აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ბაქტერიციდული საშუალებების შემუშავების მცდელობა წარუმატებლად მთავრდებოდა. ამჟამად პროფესორ გრინს იმედი აქვს, რომ სურფენის გამოყენება წარმატების საფუძველი გახდება აივ-ვირუსის გავრცელების პროფილაქტიკის უზრუნველსაყოფად.
კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში “Biological Chemistry.”
http://www.cybersecurity.ru
2010.01.12