logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    აივ-ვირუსი მდგრადი ხდება წამლების მიმართ

ექიმების მიერ ფიქსირდება აივ-ინფექციის ანტივირუსული თერაპიისადმი მდგრადი შემთხვევების მატება. ექსპერტთა თქმით, მკურნალობას ასე ძნელად დაქვემდებარებული შემთხვევების პროცენტულმა მაჩვენებელმა ხუთჯერ იმატა უკანასკნელი ათი წლის მანძილზე.

ათი წლის წინ ანტივირუსული პრეპარატებისადმი მდგრადი აივ-შტამების რაოდენობა იყო ცოტა და ვლინდებოდა დაინფიცირებულთა 1%-დან 5%-მდე შემთხვევებში. ამჟამად, ავადმყოფების რიცხვმა, რომელთაც არ შველით წამლები, მიაღწია 5%-დან 30%-ს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი შემთხვევების უმრავლესობა გამოვლინდა აფრიკაში, სადაც პრეპარატების გამოყენება დაიწყო ბევრად უფრო გვიან, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.

ვირუსებსა და ბაქტერიებს წამლის მიმართ მდგრადობა უვითარდებათ ბუნებრივი გადარჩევის საშუალებით. პრეპარატი კლავს დაავადების გამომწვევთა უმრავლესობას, მაგრამ ცოცხლად ტოვებს მუტანტებს, რომლებიც გენური განსხვავების გამო მომატებული მდგრადობით გამოირჩევიან. ამდენად, დროთა განმავლობაში ხდება მხოლოდ იმ ნაწილის გადარჩენა, რომელსაც შეუძლია წინ აღუდგეს ანტიბიოტიკებისა და ანტივირუსული პრეპარატების მოქმედებას.

აღსანიშნავია, რომ ვირუსებს, ბაქტერიებისაგან განსხვავებით, არ შეუძლიათ თავისთავადი გამრავლება უჯრედის დაინვაზირების გარეშე. ანტიბიოტიკები, რომლებიც კლავენ ბაქტერიულ უჯრედებს, არაეფექტურნი არიან ვირუსების მიმართ.

ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ გამოყენებული ყველა წამალი ამა თუ იმ ფორმით ხელს უშლის ვირუსის მიერ უჯრედში შეღწევასა და გამრავლებას. ზოგიერთი (მაგალითად, ტამიფლუ ან არბიდოლი) ბლოკავს იმ ცილებს, რომელთა დახმარებით ვირუსი აღწევს უჯრედის შიგნით, ხოლო ზოგიერთი (მაგალითად, აზიდოთიმიდი, შიდსის განვითარების საწინააღმდეგო ერთ-ერთი პირველი პრეპარატი) ერევა უშუალოდ გამრავლების პროცესში ვირუსის უჯრედში შეღწევის შემდეგ.

ექსპერტები თვლიან, რომ მდგრადი ფორმების განვითარების ზ.ა. მოვლენა გამოიწვია ბევრი პაციენტის მიერ მკურნალობის სრული კურსის ჩატარების შეუძლებლობამ, რაც მხოლოდ აივ-ვირუსის მდგრადი შტამების დამატებითი გამოყოფის მიზეზი გახდა.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ამჟამად ზოგიერთ რისკ-ჯგუფში აივ-ინფექციის შემთხვევათა 80% მოდის მდგრად შტამებზე. დროთა განმავლობაში არასრულყოფილი თერაპიის თანხვედრა აივ-ინფექციის სწრაფად გავრცელებასთან გამოიწვევს ანალოგიური შემთხვევების გაზრდას არა მხოლოდ მაღალი რისკის ცალკეულ ჯგუფებში, არამედ – ყველგან. როგორც ცნობილია, აივ-ინფექცია დასაწყისში ვლინდებოდა მხოლოდ ჰომოსექსუალებსა და ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში (აშშ), ხოლო უფრო ადრე, ეს ინფექცია საერთოდ არ სცილდებოდა აფრიკის კონტინენტს.

გაეროს მონაცემებით, თუ ამჟამად აივ-ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის 2010 წელს საჭიროა 25 მლრდ აშშ დოლარი, რომლის მხოლოდ ნახევრის შეგროვება გახდა ჯერ შესაძლებელი, მაშინ წამლის მიმართ მდგრადი შტამების განვითარების შემთხვევაში, სავარაუდოდ, საჭირო გახდება აღნიშნულ თანხაზე 44 მლრდ აშშ დოლარით მეტი. მიუხედავად იმისა, რომ აივ-ინფექციის მკურნალობის შემთხვევაშიც კი გარდუვალია შიდსის განვითარება და შიდსი კი მთავრდება სასიკვდილო გმოსავალით, განსხვავება “ნამკურნალებ” და “ არანამკურნალებ” პაციენტებს შორის ათეულამდე წლის სიცოცხლეა.

http://Gzt.ru

2010.01.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006