logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ნიდერლანდელმა მეცნიერებმა ადრეულ ეტაპზე ნაყოფის სქესის განსაზღვრის მეთოდიკა შეიმუშავეს

ამსტერდამის უნივერსიტეტის მკვლევარებმა პეტერ შეფერის (Peter Scheffer) ხელმძღვანელობით ადრეულ ეტაპზე ნაყოფის სქესის განსაზღვრის მეთოდიკა შეიმუშავეს.

2003-2009 წლებში ჩატარებულ კვლევებში მონაწილეობას ღებულობდა 201 ორსული ქალი. მეცნიერებმა ანალიზი გაუკეთეს 189 ქალს და ყველა შემთხვევაში შედეგები აღმოჩნდა ზუსტი და მზად იყო 2-4 დღეში.

ახალი მეთოდის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სქესის განსაზღვრა ხდება დედისა და მამის სისხლის ნიმუშების მიხედვით ორსულობის უკვე მეხუთე კვირას. მეცნიერები ორსულის სისხლიდან გამოყოფდნენ დნმ-ს და შემდეგ იკვლევდნენ მას Y-ქრომოსომის გენების არსებობაზე. ეს გენებია SRY, რომელიც პასუხისმგებელია სათესლეების განვითარებაზე და DYS-14, რომელიც ასევე განსაზღვრავს ბავშვის მამრობით სქესს.

მდედრობითი სქესის ნაყოფის დასადგენად შეფერმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს დედის სისხლის ნიმუშში დნმ-ს იმ ფრაგმენტების გამოვლენის ტექნოლოგია, რომელიც ინდივიდუალურად სპეციფიკურია მამისთვის, ე.წ. გენეტიკური პოლიმორფიზმის უბნები. თუ ასეთი ფრაგმენტი აღმოჩნდა (და ანალოგიური სპეციფიკური თანმიმდევრობა არ აღმოჩნდა დედის საკუთარ მემეკვიდრეობით ინფორმაციაში), მაგრამ, ამავე დროს, Y-ქრომოსომის ფრაგმენტები არ არის, მაშინ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ნაყოფი მდედრობითი სქესისაა.

შეფერის თქმით, ახალი მეთოდი საშუალებას მოგვცემს თავიდან ავირიდოთ გართულებები, რომელიც უკავშირდება ბავშვის სქესის განსაზღვრის ტრადიციული მეთოდების გამოყენებას (ამნიოცენტეზი და ქორიონის ხაოების ანალიზი) და ტრავმულია დედისთვის, რადგან მოითხოვს სანაყოფო ბუშტის პუნქციას.

შეფერმა ასევე აღნიშნა, რომ უფრო ადრეულ ეტაპზე ნაყოფის სქესის განსაზღვრა საშუალებას იძლევა, აუცილებლობის შემთხვევაში, ჩატარდეს დამატებითი კვლევები სასქესო ქრომოსომებთან დაკავშირებული მემკვიდრული პათოლოგიის გამოსავლენად.

http://Medportal.ru

2009.12.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006