logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფტორის შემცველი კბილის პასტები შეიძლება სახიფათო იყოს ჯანმრთელობისათვის

ცნობილ სამედიცინო ჟურნალში Journal of Bone and Mineral Research მოთავსებულ სტატიაში მოყვანილია მონაცემები იმის შესახებ, რომ სახსრების ტკივილი და მოძრაობაში შეზღუდვა ხშირად შეიძლება დაკავშირებული იყოს ისეთ, ერთი შეხედვით, უხიფათო პროცედურასთან, როგორიცაა კბილების გაწმენდა ფტორირებული კბილის პასტებით. კვლევებმა აჩვენა, რომ ფტორის საკმარისად მაღალ დოზებში გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ე.წ. ჩონჩხოვანი ფლუოროზი. კერძოდ, ფტორირებული წყლის დიდ დოზებში მოხმარებისას ზოგიერთ ინდივიდუმებს შეიძლება განუვითარდეს ართრიტის მსგავსი სიმპტომები.
სტატიაში ლაპარაკია 52 წლის ამერიკელზე, რომელიც დღეში 6-ჯერ იწმინდავდა კბილებს ფტორირებული კბილის პასტით და ასევე იყენებდა ფტორირებულ ფლოსს კბილებს შორის არსებული შუალედების გასაწმენდად. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფტორიდების მომატებული რაოდენობა მის შარდში, ძვლებსა და სისხლში. მას შემდეგ, რაც მან მიატოვა კბილების წმენდა ფტორორებული კბილის პასტით, 8 თვეში მოხდა ფტორის შემცველობის ნორმალიზება პაციენტის ქსოვილებსა და ბიოლოგიურ სითხეებში. ასევე გაქრა ართრიტის ნებისმიერი გამოვლინება და კისრის მიდამოში ტკივილები. უნდა აღინიშნოს, რომ გავიდა 2 წელზე მეტი, სანამ ექიმები დასვამდნენ სწორ დიაგნოზს - ფტორით მოწამვლა.
მანამდე ცნობილი იყო, რომ ფტორით გამდიდრებული კბილის პასტები სახიფათოა მცირეწლოვანი ბავშვებისათვის. მათმა უკონტროლო გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფლუოროზი სასკოლო ასაკის ბავშვებში. სტომატოლოგების რეკომენდაციით, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ კბილის პასტების გამოყენებას 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. პირის ღრუში ფტორის შემცველი სითხეების გამოვლება და ფტორით გამდიდრებული ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების ხმარება საჭიროა მხოლოდ კბილების კარიესის განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებისათვის. მომხმარებელმა ასევე უნდა იცოდეს, როგორია ფტორის შემცველობა სასმელ წყალში. ფტორირებული საკვები პროდუქტების გამოყენება საჭიროა ხშირად, მაგრამ მცირე რაოდენობით. 8 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული 2 х 106-ზე მეტი ფლუორიდების შემცველობის მქონე წყლის სასმელად გამოყენება. პერსპექტივაში, დაგეგმილია ფტორის შემცირებული შემცველობის მქონე საბავშვო კბილის პასტების წარმოება, ასევე სასმელების ეტიკეტებზე, კალორიულობის აღნიშვნასთან ერთად ფტორის შემცველობის მითითება.
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების 10%-ს აქვს სარძევე კბილების ფლუოროზი, ხოლო 25%-ზე მეტი მოიხმარს რეკომენდებულთან შედარებით ორჯერ მეტ ფტორს.

http://Medicus.ru

2006.12.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006