ხეკის, ორაგულისა და პინაგორას (ზღვის ბეღურა) ხიზილალა წარმოადგენს საუკეთესო საკვებ წყაროს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავისათვის, ამტკიცებენ ესპანელი მეცნიერები. მათ გაანალიზეს ზღვის 15 მკვიდრის ხიზილალა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს სამი სახეობის თევზში.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ნივთიერებათა ცვლისა და ზოგადად ადამიანის ორგანიზმის ფუნქციათა ფართო სპექტრისათვის. აქამდე მეცნიერებს არ ჰქონდათ ზუსტი წარმოდგენა ზღვის მკვიდრთა ხიზილალის კვებით პოტენციალზე, მაგრამ ამჟამად მათ დაამტკიცეს, რომ იგი წარმოადგენს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის ერთ-ერთ საუკეთესო ბუნებრივ წყაროს. დადგინდა, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა არის ზღვის ყველა განხილული მკვიდრის ხიზილალაში, მაგრამ სასარგებლო ნივთიერებებით განსაკუთრებით მდიდარია ხეკის, ორაგულის, პინაგორას, სკუმბრიის, კალმარისა და სხვა თავფეხიანი მოლუსკის ხიზილალა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხეკის, ორაგულისა და პინაგორას მინიმალური გამოყენება აკმაყოფილებს ორგანიზმისათვის ომეგა-3 ცხიმოვან მჟავის აუცილებელ ნორმას. ომეგა-3 ცხიმოვან მჟავის ნაერთების (EPA და DHA) დეფიციტს უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა დისფუნქცია, ჰიპერტონია, დეპრესია, დიაბეტი, კრონის დაავადება და ნერვული და რეპროდუქციული სისტემის სუსტი განვითარება.
http://Ami-tass.ru
2009.12.16