ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ცვლილებები შეიტანა აივ-ინფექციის მკურნალობასა და პროფილაქტიკასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებში. ექსპერტების თქმით, აღნიშნული ცვლილებების საფუძველს წარმოადგენს უკანასკნელი კვლევებით მიღებული მონაცემები.
ჯანმოს სპეციალისტების რეკომენდაციით, დედებსა და ბავშვებს ძუძუთი კვების პერიოდში უნდა უტარდებოდეთ ანტირეტროვირუსული მკურნალობა იმუნოდეფიციტური ვირუსის ბავშვზე გადაცემის თავიდან ასაცილებლად. ადრე მკურნალობა ენიშნებოდათ ქალებს ორსულობის მესამე ტრიმესტრის პერიოდში (28-ე კვირიდან), ხოლო მშობიარობის შემდეგ მკურნალობა წყდებოდა.
ახალი რეკომენდაციების მიხედვით, აივ-ინფიცირებული პაციენტების ანტირეტროვირუსული პრეპარატებით მკურნალობა საჭიროა ჩატარდეს მანამდე, სანამ Т-ლიმფოციტების-ჰელპერების დონე სისხლის ერთ კუბურ მილიმეტრში არ დაიწევს 350-ზე დაბლა. ამავე დროს, მკურნალობის დანიშვნისთვის მნიშვნელობა არა აქვს გარეგნული გამოვლინებების არსებობას.
ჯანმო, ასევე, გეგმავს პრეპარატ სტავუდინის მოხმარებიდან თანდათან ამოღებას. ამ პრეპარატს დაბალი ღირებულების გამო ძირითადად მოიხმარენ განვითარებად ქვეყნებში. სტავუდინთან შედარებით შეუქცევადი გვერდითი ეფექტები არ აღენიშნება მედიკამენტებს ზიდოვუდინსა და ტენოფოვირს.
ჯანმოს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 2008 წელს იმ აივ-ინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც იტარებდნენ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას, გაიზარდა 36%-ით 2007 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მიუხედავად ამისა, მაინც პაციენტთა ნახევარზე ნაკლები ღებულობს სათანადო მედიკამენტებს.
აივ/შიდსის საკითხებზე გაეროს გაერთიანებული პროგრამის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში აივ-ვირუსის მატარებელთა რიცხვი შეადგენს დაახლოებით 33,5 მილიონს. 2008 წელს აივ-ინფექციით დაინფიცირდა 2,4-დან 3 მლნ-მდე ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა - 2 მლნ იმ დაავადებებისაგან, რომელიც უკავშირდებოდა იმუნოდეფიციტს.
http://bbc.co.uk
2009.12.11