1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ დღის მიზანია აივ/შიდსის შესახებ გლობალური გათვითცნობერების დონის გაზრდა და პანდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო სოლიდარობის დემონსტრირება. ამ დღეს პარტნიორებს სახელმწიფო და კერძო სექტორებიდან ეძლევათ ყველაზე რეალური საშუალება გაავრცელონ ინფორმაცია პანდემიის სტატუსის შესახებ და ხელი შეუწყონ პროგრესს აივ/შიდსის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში, განსაკუთრებით, იმ ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული.
ჯანმოს 2008 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 33,4 მილიონი აივ-ინფიცირებული ადამიანი ცხოვრობს. მიმდინარე წელს აღირიცხა დაინფიცირების 2,7 მილიონი ახალი შემთხვევა და შიდსით სიკვდილის 2 მილიონი შემთხვევა. დღესდღეობით ახლად დაინფიცირებისა და შიდსით სიკვდილიანობის თითქმის ერთი მესამედი მოდის რვა აფრიკულ ქვეყანაზე, რომელიც განთავსებულის სახარის სამხრეთით.
http://www.who.int
2009.12.01