თუ გინდათ, რომ ყოველთვის გამოიყურებოდათ ახალგაზრდულად, ჭამეთ შავი შოკოლადი. ასეთ რეკომენდაციას იძლევიან ბრიტანელი მედიკოსები ლონდონის ევროპული დერმატოლოგიური ცენტრიდან. მათი კვლევის შედეგები განთავსებულია “Daily Telegraph”-ში.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ შოკოლადი ანელებს კანის დაბერებას და იცავს მას მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ამ უკანასკნელის ინტენსიური ზემოქმედება, თანამედროვე მეცნიერების მონაცემებით, იწვევს კანის უჯრედების ბუნებრივი ელასტიურობის დაკარგვას და შეიძლება გამოიწვიოს კიბოს განვითარება. შავ შოკოლადში არსებული აქტიური ქიმიური ნივთიერებები – ფლავონოლები ააქტიურებენ კანის დაცვით ფუნქციებს და ამავდროულად, ხდება მათი გაახალგაზრდავებაც. შოკოლადის მოქმედების ყველაზე მეღალი ეფექტი სახის კანზე ვლინდება.
http://ami-tass.ru
2009.11.06