კანადელი დიეტოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საკვების ჩქარ-ჩქარა გადაყლაპვა უცილობლად იწვევს გადაჭარბებულ კვებას.
ისინი თვლიან, რომ ვინც სწრაფად ჭამს და არ ჩერდება მანამ, სანამ არ იგრძნობს დანაყრებას, ის გასუქების სამჯერ მეტი რისკის ქვეშ იმყოფება.
იაპონელი მეცნიერების თქმით, ჭამის დროს აჩქარება პრაქტიკულად ორჯერ ზრდის ჟარბი წონის განვითარების რისკს. კვლევის პროცესში მეცნიერები ოსაკიდან სწავლობდნენ კავშირს საკვების მიღების სიჩქარეს, დანაყრების გრძნობასა და ჭარბ წონას შორის.
იაპონელ მეცნიერებს მიბაძეს ბრიტანელებმაც. ნოტინგემის უნივერსიტეტის დიქტოლოგი იან მაკდონალდსი თვლის, რომ საკვების სწრაფად ყლაპვის დროს წონის მომატების მიზეზი არის სასიგნალო სისტემის გადატვირთვა. სწორედ ამ სისტემამ უნდა შეატყობინოს ორგანიზმს საკვების მიღების შეწყვეტის აუცილებლობა.
ბრიტანელი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ საკვების მიღების პროცესის შეგნებული გახანგრძლივება წონის დაკლებას გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ ამ პირობებში მამაკაცებისთვის გასუქების ალბათობა დაახლოებით 84%-ია, ხოლო ქალებისთვის ეს რისკი იზრდება ორჯერ.
http://topnews.ru
2009.11.05