საფრანგეთის ჯანდაცვის საკითხების უმაღლესი კომისია (Haute autorité de santé, HAS) აუცილებლად თვლის ქვეყნის 15-დან 70 წლამდე ასაკის ყველა მოქალაქისთვის აივ-ინფექციაზე სისტემატური გამოკვლევის დამკვიდრებას.
ფრანგი ეპიდემიოლოგების შეფასებით, ამჟამად ქვეყანაში არის აივ-ინფექციის დაახლოებით 40 ათასი მატარებელი, რომლებმაც არ იციან თავისი დაავადების შესახებ. ყოველწლიურად საფრანგეთში ადგილი აქვს აივ-ინფექციის 6-7 ათასი ახალი შემთხვევის დიაგნოსტირებას.
ექსპერტების თქმით, აივ-ინფექციის მატარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი სტატუსის შესახებ გებულობს მხოლოდ დაავადების გვიან სტადიებზე. ეს ადამიანები ხანგრძლივი დროის მანძილზე მოკლებულნი არიან ანტირეტროვირუსულ მკურნალობას, რომელიც შეძლებდა ინფექციის განვითარების საგრძნობ შენელებას, ამის გარდა, ისინი, შეუცნობლად, დაინფიცირების რისკის ქვეშ აყენებენ გარშემომყოფთ.
ფრანგი ექსპერტების შემოთავაზება არ გულისხმობს აივ-ინფექციაზე მოზრდილი მოსახლეობის შემოწმების მასობრივი კომპანიის წარმოებას. დამატებითი კვლევები ჩატარდება რეგულარული სამედიცინო გამოკვლევების ფარგლებში და აივ-მატარებლობის გამოვლენა მოხდება ნებაყოფლობითი პრინციპის საფუძველზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვით.
http://medportal.ru
2009.10.23